Jump to content

Recommended Posts

Posted

აუცილებელი არ არის, რომ თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულებრივი ავტომობილის სახე ჰქონდეთ. მომავალში შესაძლოა მოხდეს მათი ტრანსფორმაცია უფრო ფუნქციურ ტრანსპორტად, ვიდრე მგზავრთა გადაყვანის ჩვეულებრივი საშუალება. კომპანია Aprilli Design Studio-ს დიზაინერმა სტივ ლიმ (Steve Lee) წარმოადგინა თავისებური ხედვა: მისი კონცეფციის მიხედვით მომავლის თვითმართვად ტრანსპორტს სასტუმროს ნომრის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. მან თავის პროექტს უწოდა Autonomous Travel Suite (ATS), რაც ითარგმნება, როგორც „ავტონომიური კომპლექსი მოგზაურობისთვის“. 

image.jpeg 

ATS-ს საკმაოდ დიდი გაბარიტები აქვს, მისი შიდა სივრცე დაყოფილია რამოდენიმე ზონად - იმის მიხედვით, რაც ჩვეულებრივ სასტუმროს ნომერშია. მგზავრობის პროცესში მგზავრს შეეძება თავისუფლად გადაადგილდეს ტრანსპორტის სალონში, დაისვენოს საწოლზე, იმუშაოს სამუშაო მაგიდასთან ან მიირთვას საკვები მინი-სამზარეულოში. ბორტზე აგრეთვე არის სტრიმინგ-ეთერითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობის საშუალება, მცირე ფართობის სააბაზანო და საპირფარეშო. ATS გათვლილია 6-10-საათიანი მგზავრობისთვის, მის გადაადგილებას მთლიანად კომპიუტერი აკონტროლებს.  

image.jpeg 

ჯერჯერობით ამგვარი მოძრავი სასტუმროთი სარგებლობა შეუძლებელია, რადგან იგი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. თუმცა, როგორც ცნობილია, სტივ ლი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს რამოდენიმე ავტომწარმოებელ კომპანიასთან ამ პროექტის სამომავლო რეალიზების მხრივ. როდესაც თვითმართვადი ავტომობილები მასიური მოვლენა გახდება საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე, ამგვარი სატრანსპორტო სიახლეები შესაძლოა აღმოჩნდეს მეტად მოსახერხებელი ალტერნატივა ტრადიციულ ტრანსპორტთან შედარებით: ასეთი რანსპორტით მგზავრობისას მომხმარებლები თავიანთ ჩვეულ ცხოვრების წესს მისდევენ, დაკავებულნი არიან იმ საქმიანობებით, რაც შეეძლოთ ჩვეულებრივი სასტუმროს ან ოფისის პირობებში. 

image.jpeg 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.