Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

იაპონელმა მკვლევარებმა შექმნეს დრეკადი მასალა, რომელიც სშუალებას იძლევა მოიზიდოს სითბო და გარდაქმნას იგი ელექტროენერგიად. 

ეს არის იაფი ღირებულების, მსხვილმასშტაბიანი და დრეკადი თერმოელექტრო გენერატორი, რომელსაც აქვს მაღალი მექანიკური საიმედოობა და შეუძლია ეფექტურად გარდაქმნას სითბო ელექტროენერგიად. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები გამოქვეყნდა ჟურნალში - Advanced Materials Technologies. 

თერმოელექტრული გარდამქმნელი წარმოდგენს ერთ-ერთ მეტად მიმზიდველ მეთოდს 150 გრადუსი ან უფრო მცირე სითბოს  გარდაქმნისთვის. ამ ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებისას არ არსებობდა თერმოელექტრული გენერაციის იმგვარი მოდულების შეფუთვის შესაბამისი ტექნოლოგია, რომლებიც იმუშავებდნენ 100-150 გრადუსის დიაპაზონში. გარდა ამისა, ოთახის ტემპერატურაზე ელექტროენერგიის გამომუშავების მოდულების წარმოება ძვირი ჯდებოდა. 

ზემოთხენებული კვლევებისა და მცდელობების შედეგად ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს თერმოელექტრული გენერაციის მოდულების წარმოების იაფი მეთოდი, თანაც შენარჩუნებულ იქნა გარდაქმნის ეფექტურობა. მათ მოათავსეს მცირე ზომის თერმოელექტრული ნახევარგამტარი მიკროსქემები დრეკად სუბსტრატზე და შეძლეს მიეღოთ ელექტრო კონტაქტების საიმედო და სტაბილური კავშირი.  

მეცნიერებმა თავიანთ გამოგონებას სახელად უწოდეს FlexTEG. მათ მიერ შექმნილი მოდულების უნიკალურობა გამოიხატება ელექტროდების პარალელურ ინტეგრაციაში, რაც საშუალებას იძლევა მოდული მოიხაროს ნებისმიერი მიმართულებით. ელექტროდების პარალელურმა განთავსებამ შეამცირა მექანიკური დატვირთვა ცალკეულ თერმოელექტრულ ნახევრგამტარ მიკროსქემებზე, ამავე დროს გააუმჯობესა მთლიანად მოდულის საერთო მექანიკური სტაბილურობა და საიმედოობის დონე.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.