Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილია, რომ Samsung-ი აპირებს საკუთარი ინტელექტუალური ეკოსისტემის შექმნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არამარტო სმარტფონები და სმარტ-ტელევიზორები, არამედ სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობები, მათ შორის ტანსაცმელიც. 

image.jpeg 

 

 

Samsung-ის ტექნოლოგიები ამ დრომდე სხვადასხვა პროექტებსა და სტარტაპებში გამოიყენებოდა, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპირებს შექმნას თავისი საკუთარი ბოტასების სერია, რომელთაც ექნება სენსორები, რაც გაკონტროლდება სმარტფონის აპლიკაციით. 

image.jpeg 

სამხრეთკორეულ კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული სმარტ-აქსესუარები და ტანსაცმელი, თუმცა არა - ძირითადი აუდიტორიისთვის. მაგალითად, მის შვილობილ კომპანიას - Samsung Benelux-ს აქვს გამოშვებული ინოვაციური სმარტ-კოსტიუმი SmartSuit, რომელიც განკუთვნილია ზამთრის ოლიმპიადაზე გამმსვლელი ჰოლანდიელი ცხენოსნებისთვის. აგრეთვე ფეხსაცმელი Iofit, რომელიც გამოშვებულია პლატფორმა Kickstarter-ზე და ძირითადად განკუთვნილია გოლფის მოთამაშეებისათვის. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისთვისაა განკუთვნილი ახალი ბოტასის სმარტ-ტექნოლოგიები. ჩნდება კითხვა, რამდენად „ჭკვიანი“ შეიძლება იყოს ფეხსაცმელი? სავარაუდოდ, იგი მოახდენს განვლილი ნაბიჯების დათვლას ნაბიჯმზომით ან ტრეკერებით. ასევე, დაწოლის დონით განისაზღვრება, სწორად ვარჯიშობთ ან დარბიხართ თუ არა: განისაზღვრება, აყენებთ თუ არა თავს ტრავმის რისკის წინაშე. ვარჯიშის ეფექტურობის ზრდას ხელს შეუწყობს შესაბამისი აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კორექტივების შეტანა სავარჯიშოებში მომხმარებლის შედეგებიდან და უნარებიდან გამომდინარე. 

 

 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.