Jump to content

ცუკერბერგის მიერ დაფინანსებული მკვლევარები ახდენენ ტვინის იმპლანტის ტესტირებას. იმპლანტი ძირითადად გათვლილია ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების მქონე პირთათვის


Recommended Posts

Posted

image.png

მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ Priscilla Chan-მა, რომელიც პროფესიით პედიატრია, გაყიდეს Facebook-ის დაახლოებით 30 მილიონის ღირებულების აქციები, რათა დააფინანსონ ბიოსამედიცინო კვლევების ამბიციური პროექტი, სახელად Chan Zuckerberg Initiative (CZI). პროექტის მიზანია ერთ თაობაში განკურნება ყველა დაავადებისგან. 

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ინტერფეისი -  „ტვინი-მანქანა“ (brain-machine). მისი გამოცდა ამჟამად პრიმატებზე მიმდინარეობს. ეს არის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ჩაიწეროს მონაცემები, მოახდინოს მაიმუნის ტვინის სტიმულირება და ხელი შეუწყოს მის მოძრაობებს, ან პირიქით - ხელი შეუშალოს სიარულში, მოკლედ - გავლენას ახდენს მაიმუნის აქტივობაზე. იმპლანტანტთან დაკავშირებული კვლევები ერთ-ერთი მიმართულებაა Chan Zuckerberg Biohub-ის საკვლევი სფეროებიდან. ეს არის CZI-ის არაკომერციული, სამედიცინო კვლევითი ცენტრი. 

მეცნიერები ამ ჩარევას თერაპიას უწოდებენ, რადგანაც იგი განკუთვნილია  ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორებიცაა ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, ასევე ზურგის ტვინი ტრავმის შედეგად დარღვეული მოძრაობა და ა.შ. იმპლანტანტი შეაჩერებს შეტევას, კრუნჩხვებს და ზოგადად, მსგავს საშიშ პროცესებს. 

„ჩვენს მოწყობილობას შეუძლია აკონტროლოს პრიმატის ტვინი, სანამ იგი თერაპიას გადის“ - განაცხადა ბიზნეს-ინსაიდერმა, რიკი მიულერმა, რომელიც არის კვლევის თანაავტორი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი და ინჟინერიის პროფესორი ბერკლის უნივერსიტეტში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.