Jump to content

Recommended Posts

Posted

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ყველაზე ამაზრზენი ტექნოლოგიური მიღწევების რეიტინგი: 

ელექტრო-სიგარეტები: 

image.jpeg 

ამერიკული ელექტრო-სიგარეტების მწარმოებლის, Juul-ის პროდუქციამ 2018 წლისთვის სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ელექტროსიგარეტებმა გააღვიძეს მოწევის სურვილი ახალგაზრდებში -  აღნიშნავენ მეცნიერები. გარდა ამისა, მოდური დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო პროდუქცია აქტიურად გაყიდვადია. წელიწადის განმავლობაშ, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, ელექტრო-სიგარეტების მომხმარებელთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. 

ადამიანების გენეტიკური მოდიფიკაცია: 

image.jpeg 

2018 წელს სამეცნიერო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟ გახდა ჩინელი მეცნიერი ხე ცზიანკუი, მიუხედავად მის თავზე დამტყდარი კრიტიკისა. წლის ბოლო პერიოდში მან განაცხადა, რომ შექმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები, ორმელთაც გააჩნდათ იმუნიტეტი შიდსისადმი. დღესდღეობით კი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანა აპირებს გააძლიეროს CRISPR-სფეროს რეგულაციები,  რაც ნეგატიურად აისახება სამომავლო სიახლეებზე და, ზოგადად, მეცნიერებაზე. 

Google-ის მაძიებლის - Dragonfly-ს შექმნა ჩინეთისთვის 

image.png 

2018 წლის შუა პერიოდში ცნობილი გახდა, რომ Google-მა შექმნა Dragonfly - ახალი საძიებო სისტემა ჩინეთისთვის, რომელიც სახელისუფლებო ცენზურას  ექვემდებარება. ამან მასიური პროტესტი გამოიწვია კომპანიის თანამშრომლებს შორის, ჯამში კი კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა პროექტის დახურვის შესახებ.  

ნებაყოფლობითი ევთანაზია სამეცნიერო მიზნებისთვის Nectome-ისგან: 

image.jpeg

 

სტარტაპმა Nectome-მა წარადგინა ტექნოლოგია, როლის მეშვეობითაც შესაძლებელია ცოცხალი ტვინის გაყინვა, რათა სამომავლოდ მოხდეს მისი აღდგენა და შესაძლოა, ტვინის მფლობელის გაცოცხლება. ამ იდეის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ამის გაკეთება საჭიროა იმ დროს, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძია ნებაყოფლობით მოისურვოს სიკვდილი, რათა მომავალში მკვდრეთით აღადგინონ.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.