Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

გეოლოგებმა აღმოსავლეთ ანტარქტიდაში აღმოაჩინეს სითბოს ფარული წყარო. სავარაუდოდ, ეს არის რომელიღაც რადიოაქტიური მინერალი, რომელიც ნელ-ნელა ადნობს ყინულს მიმდებარე რეგიონში. 

მკვლევარებმა სითბოს წყაროს მიაგნეს თვითმფრინავის რადიოლოკაციური მაჩვენებლებით, როდესაც რეგიონის თავზე დაფრინავდნენ. რადიოლოკატორმა ჩააღწია ყინულში 3 კილომეტრის სიღრმეზე და აღმოაჩინა ძლიერი რადიოაქტიური გამოსხივება. 

შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულის დნობა მიმდინარეობს ქვემოდან ზევით. თბილი წყალი მიედინება ყინულისქვეშა ტბებში, რაც შემდგომში აჩქარებს ზედაპირული მყინვარების დნობას - აღნიშნავს ScienceAlert. 

„დნობის პროცესი, რომელსაც ჩვენი მკვლევარები აკვირდებიან, ათასობით ან მეტი წელია რაც მიმდინარეობს და იგი პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს ყინულის საფარის ცვლილებაზე. თუმცა სამომავლოდ, ბუნბრივ დნობას დამატებული თბილი წყალი უფრო მეტად მგრძნობიარეს გახდის რეგიონს კლიმატის ცვლილების კუთხით“. - აცხადებს ტომ ჯორდანი, ანტარქტიდის ბრიტანულ მკვლევართა გუნდის წევრი. 

ამ აღმოჩენამდე ადრეულ პერიოდში არიზონას უნივერსისტეტის ოკეანოლოგებმა გამოთვალეს, თუ რა გავლენას მოახდენს ანტარქტიდის მყინვარების დნობა გლობალურ კლიმატზე. თუკი მეცნიერთა დასკვნები და გამოთვლები სწორია, მიმდინარე ტენდენციის მიხედვით მსოფლიო ოკეანის დონე 2100 წლისთვის 101 სანტიმეტრით გაიზრდება და არა 76,2-ით, როგორც ამ დრომდე ითვლებოდა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.