Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

როგორც ცნობილია, რობოტს ექნბა გარდაცვლილი ადამიანის სახის 3D ნიღაბი და გამოსცემს იმავე ხმას, რასაც კონკრეტული ადამიანი. რობოტის საშუალებით „გარდაცვლილ ადმიანთან კონტაქტი მომხმარებლებს შეეძლებათ 49 დღის განმავლობაში, რაც წარმოადგენს დაკრძალვის შემდგომ სამგლოვიარო პერიოდს იაპონური წესის მიხედვით. 

ამგვარი რობოტის კონცეფცია წარმოადგინა კომპანია Digital Shaman-მა. კომპანიის წარმომადგენლები პირველ რიგშ ინტერვიუს ჩაწერენ მსურველებთან, შემდეგ კი მოხდება ამ ანაწერის გამოყენება რობოტის ფუნქციონირებისას. აგრეთვე, მონაცემები შეგროვდება ადამიანის ფიზიკური მახასითებლების შესახებაც.  

მას შემდეგ, როდესაც მომხმარებელი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრებს შეძლებათ რობოტის პროგრამის ამოქმედება, რომელიც იმიტირებს პიროვნებას, საუბარს და ჟესტებს - ხელებისა და თავის მოძრაობას: იმ მოძრაობებს, რასაც ადამიანი ინტერვიუს დროს ახორციელებდა. 

რობოტის შემქმნელია ეცუკი იჩიჰარა - იგი ამბობს, რომ ამგვარი რობოტის შექმნის იდეა მას ბებიის გარდაცვალების შემდეგ დაებადა. 

„მე მკაფიოდ მახსოვს დაკრძალვიდან გარკვეული დეტალები. რიტუალი შკისმომგვრელი იყო“.  

იაპონელები ცდილობენ შექმნან ალტერნატიული საშუალებები ახლობლებთან საკონაქტოდ. „ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი შეტყობინება და გამომშვიდობება. მომხმარებლებს შეეძლებათ ჩაწერონ ნებისმიერი სახის საუბარი და შეტყობინება, რასაც თავად მოისურვებენ. შემდეგ კი ამ საუბარს რობოტი გააჟღერებს“ - განაცხადა იჩიხარამ. 

რობოტის ავტორი გეგმავს, რომ სამომავლოდ ეს რობოტი ფართო საზოგადოებას წარუდგინოს. „ვთვლი, რომ ეს მეტად დაეხმარება ადმიანებს“ - აღნიშნავს იგი. 

  • Like 1
Posted

:o wow , რას არ მოიგონებენ, მალე რობოტ ცოლს და შვილებსაც შექმნიან

 ეს ყველაფერი კარგი , ტექნოლოგია წინ მიიწევს მაგრამ აი კიბოს მაინც ვერაფერს უხერხებენ. ადამიანის კლონირებას აკეთებენ და დავიჯერო კიბოს წამალი ვერ გამოიგონეს ?

Posted

მილიარდები ჯდება კიბოს წამლის გამოკვლევები და ხალხს ოხრათ მაყუთს ახდევინებენ ქიმიოთერაპიაზე, ან არ უღირთ ან ძალზე რთულია კიბოს განკურვნა ეხლანდელი ტეხნოლოგიებით ჯერ

  • 3 weeks later...
Posted

ჩვენთან 40-მდე გვეყოლება ასეთი რობოტები :D 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.