Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Samsung-მა ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა ახალი Galaxy Home სმარტ სპიკერი Bixby-ს მხარდაჭერით. ესაა პრემიუმ კლასის მოწყობილობა, რომელმაც იდეაში კონკურეცია უნდა გაუწიოს Apple-ის HomePod-ს და Amazon-ის Echo Plus-ს. მაშინ, როდესაც აღნიშნული მოწყობილობა ჯერაც არაა გამოშვებული და სავარაუდო თარიღიც არაა ცნობილი, Samsung-ი გეგმავს გამოუშვას მეორე Bixby სპიკერი შავი შეფერილობით.  SamMobile-ის თანახმად, როგორც ანონიმური წყაროები იყტობინებიან, იგი იქნება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს ანიჭებს უპირატესობას. 

მეორე Bixby სპიკერის მოდელი იქნება  SM-V310, მაშინ როდესაც დაანონსებული Galaxy Home-ის მოდელია SM-V510, რაც ნიშნავს იმას, რომ Bixby მოდელი ფუნქციონალური თვალსაზრისით იქნება შედარებით უფრო სუსტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი სპეციფიკაციები არ არის ცნობილი. როგორც ცნობილია, Galaxy Home-ის მოდელს ექნება 6 ინტეგრირებული დინამიკი, ბასი და 8 მიკროფონი. 

Samsung-ს აგვისტოს შემდეგ ბევრი არაფერი უთქვამს Galaxy Home-ზე, თუმცა სავარაუდოდ 2019 წლის CES კონფერენციაზე, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას, მეტ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.