Magdalena Posted January 2, 2019 Posted January 2, 2019 Samsung-მა ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა ახალი Galaxy Home სმარტ სპიკერი Bixby-ს მხარდაჭერით. ესაა პრემიუმ კლასის მოწყობილობა, რომელმაც იდეაში კონკურეცია უნდა გაუწიოს Apple-ის HomePod-ს და Amazon-ის Echo Plus-ს. მაშინ, როდესაც აღნიშნული მოწყობილობა ჯერაც არაა გამოშვებული და სავარაუდო თარიღიც არაა ცნობილი, Samsung-ი გეგმავს გამოუშვას მეორე Bixby სპიკერი შავი შეფერილობით. SamMobile-ის თანახმად, როგორც ანონიმური წყაროები იყტობინებიან, იგი იქნება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს ანიჭებს უპირატესობას. მეორე Bixby სპიკერის მოდელი იქნება SM-V310, მაშინ როდესაც დაანონსებული Galaxy Home-ის მოდელია SM-V510, რაც ნიშნავს იმას, რომ Bixby მოდელი ფუნქციონალური თვალსაზრისით იქნება შედარებით უფრო სუსტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი სპეციფიკაციები არ არის ცნობილი. როგორც ცნობილია, Galaxy Home-ის მოდელს ექნება 6 ინტეგრირებული დინამიკი, ბასი და 8 მიკროფონი. Samsung-ს აგვისტოს შემდეგ ბევრი არაფერი უთქვამს Galaxy Home-ზე, თუმცა სავარაუდოდ 2019 წლის CES კონფერენციაზე, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას, მეტ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/29/18160606/samsung-bixby-smart-speaker-galaxy-home-budget-version 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.