Jump to content

Recommended Posts

Posted

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს მარტივი მეთოდი, თუ როგორ უნდა აუარონ გვერდი პიროვნების ამოცნობის სისტემას ხელის მტევნის მარტივი გამოსახულებით. სისტემის მოტყუება შესაძლებელი გახდა ცვილისგან დამზადებული ხელისგულის საშუალებით - წერს Motherboard. 

ხელის მტევანზე არსებული ვენების გამოსახულების გამოყენებით მოქმედი სისტემა გამოიყენება ბანკებში ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად და კარის განბლოკვისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში. 

მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სისტემა არ არის იდეალური და მისი მოტყუება ძალიან ადვილია - სავსებით საკმარისია ცვილისგან შეიქმნას ხელისგულის ანაბეჭდი. მისი დამზადებისთვის მეცნიერებმა ციფრული აპარატით ფოტო გადაუღეს ხელის გულს, ამასთან, მოწყობილობის მატრიციდან მოხსნეს ფილტრი, რომელიც ბლოკავს ინფრაწითელ გამოსხივებას. 

image.png 

ამის შემდეგ მათ დაამუშავეს ფოტო, მიიღეს ხელისგულზე არსებული ვენების გამოსახულება და დაბეჭდეს იგი 3D პრინტერზე, დაფარეს ცვილით, რომელიც იმიტირებდა კანს. 

  • Like 1
Posted

ბიომეტრიული სისტემების უმეტესობას დღეს ტეხავენ. FaceID-ც ხომ გატეხეს. თუ იმის ეჭვი გაქვს ადამიანს, რომ შეიძლება ვინმემ შენი ბიომეტრია გამოიყენოს ძალით ან შენგან დაფარულად (მაგ: როცა გძინავს), ტელეფონი უნდა გათიშო. პირველი ჩართვისას ბიომეტრიის ნაცვლად პინკოდს ითხოვენ ხოლმე სმარტფონები, უსაფრთხოების გამო :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.