Magdalena Posted December 29, 2018 Posted December 29, 2018 Volkswagen-მა წარადგინა ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი პორტატული დამტენი მოწყობილობა - Power Bank MEB - დამტენი სადგური, რომელსაც კომპანია თავად მიაწვდის იმ ადგილზე, სადაც კლიენტი იმყოფება. მოწყობილობა თავსებადია სხვადასხვა მწარმოებლის 15 ელექტრომობილთან და შეუძლია სრულად დამუხტოს ბატარეა 17 წუთში - გვაცნობებს რესურსი Engadget. დამტენი მოწყობილობა 30 კილოვატიანია და უზრუნველყოფს ერთდროულად ოთხი სატრანსპორტო საშუალების დატენვას. მისი გამოცდა დაიწყება მომდევნო წელს ქალაქ ვოლფსბურგში, 2020 წლიდან კი დამტენი მოწყობილობა ევროპის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება. „პორტატული დამტენი სადგურები მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ელექტრომობილების დამტენი ქსელების ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით. დამტენების დადგმა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ ადგილას კვების წყარო“ - აცხადებს თომას შმოლი, Volkswagen-ის წარმომადგენელი. https://hightech.fm/2018/12/28/power-bank 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now