Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ელექტრო-საფულეებზე ფიშინგური შეტევის შედეგად მოიპარეს 245 Bitcoin-ი, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 880 ათასი დოლარის ტოლია. 

მფლობელების გაფრთხილების მიზნით, კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა: „Electrum-ის მომხმარებლებზე ფიშინგური შეტევა გრძელდება. ჩვენი ოფიციალური საიტია https://electrum.org. არ ჩამოტვირთოთ ელექტრონული საფულე სხვა წყაროებიდან“. 

კიბერდამნაშავემ მოახდინა შეტევის ორგანიზება შემდეგნაირად: შექმნა ელექტრონული საფულის რამოდენიმე ყალბი სერვერი. ჯამში, როდესაც საფულის მომმხარებლებლები ამ სერვერებს უკავშირდებოდნენ და ცდილობდნენ Bitcoin-ის ტრანსლირებას, ისინი იღებდნენ შეტყობინებას „შეცდომის“ შესახებ. იგი შეიცავდა მალვეარ-ლინკს და მომხმარებლებს ამისამართებდა ზიანისმომტან წყაროსთან, რაც ინიღბებოდა საფულის აფდეითის სახით. ამის შესახებ კომპანია განაცხადა თავის Github-გვერდზე. 

Electrum-ის თქმით, იმისათვის, რომ შეტევა უფრო ეფექტური ყოფილიყო, კიბერდამნაშავეებმა შექმნეს უამრავი სერვერი (sybils), რამაც გაზარდა მომხმარებლების მათთან დაკავშირების ალბათობა. 

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა Bitcoin-მისამართი, რომელსაც, მისი თქმით, მალვეარი იყენებდა ყველა იმ საიტის კონსოლიდაციისთვის, საიდანაც მოპარულ იქნა კრიპტოვალუტა. თუკი ეს სიმართლეს შესაბამება, ამ კონკრეტული შეტევისას მოიპარეს სულ 245 Bitcoin-ი. 

Electrum Wallet-მა პრობლემის შემსუბუქების მიზნით გამოუშვა საფულის ახალი ვერსია 3.3.2 და განაცხადა, რომ „ეს არ არის ძირეული გამოსწორება, თუმცა უფრო სწორი და ეფექტური გამოსწორება მოითხოვს მთლიანი სერვერული ეკოსისტემის მოდერნიზებას“. 

კრიპტოვალუტებზე თავდასხმის შემთხვევათა რიცხვი სწრაფად იზრდება, კიბერდამნაშავეები იოლ გზას ეძებენ გამდიდრებისთვის. კომპანია CipherTrace-ის ანგარიშის თანახმად, რომელ ბლოკჩეინის  უსაფრთხოებაზე მუშაობს, მიმდინარე წელს დაახლოებით 1 მილიარდი  დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იქნა მოპარული. კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, რომელიც McAfee-ს ეკუთვნის, მხოლოდ 2018 წლის მესამე კვარტალში აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 4 მილიონამდე საფრთხის ალბათობა, იმ დროს, როდესაც 2017 და 2016 წლებში ამგვარ შემთხვევათა რიცხვი 500 ათასი იყო. 

image.png 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.