Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

დედამიწის მაგნიტური ველი ბოლო 160 წლის განმავლობაში სუსტდება, ყველაზე სუსტი ნაწილი მოდის სამხრეთ-ატლანტიკურ ანომალიურ ტერიტორიაზე, რომელიც ვრცელდება ჩილედან ზიმბაბვემდე. ამ მოვლენამ შესაძლოა გამოწვიოს პოლუსების შეცვლა და კოსმოსური სხივები კონცენტრაციის გაზრდა, რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე აღწევენ. აღნიშნულ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს როჩესტერის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსების მიერ, რასაც თვალყურს ადევნებს ScienceAlert. 

დედამიწის მაგნიტური ველი იცავს ცოცხალ ორგანიზმებს კოსმოსური გამოსხივებისგან: მაგალითად, იონიზირებული მზის ქარებისგან, რომელსაც მიმართულებას უცვლის. 

მიმდინარე წლის დასაწყისში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის მაგნიტური ველის სიმტკიცე თანდათან სუსტდება, თანაც ეს პროცესი მიმდინარეობს არათანაბრად. ბოლო 22 წლის განმავლობაში შესუსტდა საშუალოდ 1,7 %-ით, ზოგიერთ რეგიონში კი - მაგალითად, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში -  10%-ით. დედამიწის ზოგიერთ არეალში კი მაგნიტური ველის სიმტკიცე პირიქით გაიზარდა საერთო ტენდენციასთან შედარებით. 

მაგნიტური ველის შესუსტება ძველ დროშიც მიმდინარეობდა - მკვლევარები თვლიან, რომ შესუსტება ხდებოდა 400-სა და450 წელს, 700 და 750,  1225–1550 წლებში ჩვენს ერამდე. 

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ მოვლენის მიზეზი შეიძლება იყოს მოძრავი ქანების რეზერვუარის გადაადგილება, რომლებიც მდებარეობს დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის. ეს ქანები შესაძლოა გავლენას ახდენდნენ რკინის ბალანსზე, რომელიც ახდენს დედამიწის მაგნიტური ველის გენერირებას. 

„ჩვენ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვიღებთ იმზე, რომ აფრიკის კონტინენტის ქვეშ მანტიასა და ბირთვს შორის ხდება რაღაც უცნაური, რასაც შეუძლია გლობალურ მაგნიტურ ველზე გავლენის მოხდენა“ - როჩესტერის უნივერსიტეტი. 

გარკვეული პერიოდის წინ ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შემთხვევით შექმნეს ისტორიაში უმძლავრესი მართვადი მაგნიტური ველი და საკუთარი ლაბორატორია ააფეთქეს ექსპერიმენტის დროს. 

 

  • Like 1
Posted

ისეთი პირი უჩანს, მგონი მოვესწრებით რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას დედამიწაზე :დ 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.