Jump to content

Recommended Posts

Posted

(Perovskite: ყვითელი, ყავისფერი ან შავი მინერალი, რომელიც ძირითადად კალციუმის ტიტანატისგან შედგება) 

image.jpeg

ორმა სტარტაპმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, დაიწყეს მზის ბატარეების გაყიდვა, რომლებიც დამზადებულია Perovskite-უჯრედების გამოყენების ტექნოლოგიით. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შემცირდეს მოწყობილობების ღირებულება, გაიზარდოს მათი ენერგოეფექტურობა და, რაც მთავარია, დააჩქარებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას - წერს TechCrunch. 

image.png

 

ტექნოლოგიის განვითრებაზე მუშაობენ კომპანიები Oxford PV და Swift Solar. მათ მიერ შემუშავებული მზის ბატარეების საფუძველს წარმოადგენს მატერიალი, რომელიც დამზადებულია ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისგან ტყვიის ან კალის ჰალოგენიდის საფუძველზე. ეს მატერიალი ბატარეის შემადგენელ ერთ-ერთ ფენას წარმოადგენს და აქტიურად იზიდავს სინათლეს. 

„Perovskite- ეს მასალა პირველად გამოიყენეს 2009 წელს იაპონელმა მეცნიერებმა და ჩვენ შთაგონება მოგვცეს, რომ შეგვიძლია მისი გამოყენება მზის პანელებში. ჩვენ შევძელით და მასალა გავხადეთ იაფი - თხელი კრისტალიზებული ფენები დამზადებულია ორი იაფი, მსუბუქად გამდიდრებული ნაზავი მასალისგან. ჯამში მივიღეთ მასალა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს პანელის ზედაპირზე. ამ მატერიალის წყალობით მზის ბატარეები ორჯერ იაფი იქნება თავიანთ სილიკონის ანალოგებთან შედარებით“ - სემ სტრენკსი, Swift Solar-ის მეცნიერ-კონსულტანტი. 

  • Like 1
Posted

თვითღირებულების ორჯერ გაიაფება მართლა მაგარია. მზის ბატარეები ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირია. მთავარია, მუშაობის ხანგრძლივობაც დიდი იყოს.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.