Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

2019 წლის CES ივენთამდე მცირე ხნით ადრე  LG-იმ წარადგინა თავისი უახლესი საუნდბარის ტიპის დინამიკები. ახალი SL10YG, SL9YG დაSL8YG შექმნილია Meridian Audio-სთან თანშრომლობით და აქვთ როგორც Dolby Atmos-ისა და DTS: X-ის მხარდაჭერა, ასევე - ინტეგრირებული Google Assistant-ის ფუნქციები. 

ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ამ სამი დინამიკიდან ნებისმიერი მართოთ ხმოვანი ბრძანებებით, სთხოვოთ ხმოვან დამხმარეს -  აუწიოს ხმას, მოახდინოს იდენტიფიცირება, თუ რომელი სიმღერაა ჩართული ამ მომენტში, ან მოსთხოვოთ კონკრეტული ფლეილისტის გაშვება. დინამიკებში ინტეგრირებული Assistant იმასაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დინამიკი გამოიყენოთ როგორც სმარტ-სახლის ცენტრი და მართოთ განათება, ჟალუზების მდგომარება, Wi-Fi-სან დაკავშირება „დივანიდან ადგომის გარეშე“. 

დიზაინის მხრივ ახალი დინამიკები საკმაოდ მინიმალისტურია. SL9 მოდელს აქვს ჩაშენებული გიროსკოპი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის მდებარეობას (მიმაგრებულია კედელზე ან სწორ ზედაპირზე) და არეგულირებს გამომავალ ხმას. მომხმარებელებს, რომლებსაც სურთ „მეტი ბასი“, შეუძლიათ კომპლექტი შეავსონ LG-ს დინამიკების ნაკრებით. 

ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები დინამიკების ფასებთან დაკავშირებით. LG ახალ დინამიკებს 2019 წლის იანვრის CES-ივენთზე წარადგენს, სადაც დიდი ალბათობით გამოცხადებული იქნება მათ ღირებულებაც. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.