Jump to content

Recommended Posts

Posted

შანხაიში გამოჩნდა 3D პრინტერის საშუალებით დამზადებული მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი. მისი სიგრძე 15,25 მეტრია, სიგანე - 3,8 მეტრი, სიმაღლე - 1,2 მეტრი. იგი წარმოადგენს ჩჟაოჩჟოუში არსებული ხიდის ასლს, რომელიც დაახლოებით 1400  წლის წინაა აშენებული. 

image.jpeg 

ხიდის დაპროექტებაზე მუშაობდნენ შანხაიში არსებული ინოვაციური პარკისა და ჩინჰუას უნივერსიტეტის სპეციალისტები. 

image.jpeg 

ამჟამად მშენებლები ასრულებენ საბოლოო სამუშაოებს და ხიდი მალე გამოსადეგი იქნება გამოყენებისთვის. 

მსოფლიოში არსებობს კიდევ ორი ბეტონის ხიდი, რომლებიც 3D პრინტერის საშუალებითაა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მდებარებს ნიდერლანდებში. მისი სიგრძე 8 მეტრია, სიგანე - 3,5 მ. მეორე ხიდი კი ესპანეთშია (სიგრძე - 12 მ, სიგანე - 1,75 მ.).  

შანხაიში მალე იმავე ტექნოლოგიით შესრულებული კიდევ ერთი ხიდი გამოჩნდება. ბეტონის ნაცვლად მასში გამოყენებული იქნება საინჟინრო პლასტიკატი, რომელსაც დამატებული ექნება მინის ბოჭკოვანები კონსტრუქციის სიმყარისთვის. ხიდის ასაშენებლად კომპანია Shanghai Mechanized Construction-ს მხოლოდ 35 დღე დასჭირდა. გამოყენებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შემცირდეს მშენებლობის ვადები და მინიმუმამდე დავიდეს მასალების დანახარჯი.  

ხიდის სიმტკიცის გამოცდის შემდეგ მას დააყენებენ ერთ-ერთ ინოვაციურ პარკში. ეს ხიდი იქნება ქვეყანაში ამ ტექნოლოგიით შესრულებული პირველი კონსტრუქცია, რომლითაც ქვეითად მოსიარულეები ისარგებლებენ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.