Magdalena Posted December 27, 2018 Posted December 27, 2018 როგორც ცნობილია, 2020 წელს Intel-მა შესაძლოა გამოუშვას დისკრეტული ვიდეო ბარათი და იგი გახდება დისკრეტული გრაფიკის ბაზრის ყველა სფეროს ერთ-ერთი მთავარი ამაჩქარებელი. გეიმერები და კომპიუტერის ენთუზიასტები მოუთმენლად ელიან სამომხმარებლო ვიდეო ბარათების ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას. მომლოდინეთაგან ზოგიერთი მათგანი თავისი ფანტაზიისამებრ ქმნის ახალი ბარათის გარეგნულ დიზაინს. მაგალითად, 3D-დიზაინერმა Cristiano Siqueira-მ მცირე ხნის წინ წარმოადგინა სამომავლო ვიდეო ბარათის კონცეპტ-არტი. როგორც ავტორი მიიჩნევს, ახალმა ბარათმა შესაძლოა მემკვედრეობით მიიღოს Intel Optane SSD 905P დრაივის გარეგნული დიზაინი. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება გაგრილების სისტემის გარეკანსა და გვერდით ნაწილებზე განთავსებულ ცისფერ განათებებში. გაგრილებას უზრუნველყოფს ტურბინა, უკანა მხარეს განთავსებულია დამცავი ფიფიტა სიმბოლოთი - X. ნაჩვენები ვიდეო ბარათის კონცეპტმა ინტერნეტ-მომხმარებელთა დიდი ნაწილის მოწონება და დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა. მათ შორის, Intel-ის გრაფიკული პროცესორების რეკლამაზე პასუხისმგებლმა პირმა, კრის ჰუკმა ბარათის კონცეპტი საკუთარ Twitter-ზე განათავსა. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22934/koncept-diskretnoj-videokarty-ot-intel 2 2
Power_VANO Posted January 2, 2019 Posted January 2, 2019 ძალიან საინტერესოა როგორი გამოვა ინტელის დისკრეტული GPU. ამდენი წელია ცდილობენ ბაზარზე დაბრუნებას. ინტეგრირებული საკმაოდ კარგი აქვთ უკვე, მაგრამ დისკრეტული ძალიან საინტერესოა. 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now