Magdalena Posted December 27, 2018 Posted December 27, 2018 აშშ-ის უმსხვილესმა სავაჭრო დაწესებულებამ, Walmart-მა დააპატენტა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აფიქსირებს და აანალიზებს მაღაზიაში არსებულ ყველანაირ ხმას. ნეიროქსელი უსმენს თანამშრომლებს, მყიდველებს და შეუძლია პოლიეთილენის პარკების შრიალის დაფიქსირებაც კი - წერს Futurism. პატენტი გასულ კვირას დარეგისტრირდა. შემუშავებული სისტემა შედგება რამოდენიმე ათეული მიკროფონისგან, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს თანამშრომლებისა და მომხმარებლების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებს ხელოვნური ინტელექტი - ალგორითმი აფასებს კონსულტანტებისა და მოლარეების მუშაობის ეფექტურობას, განსაზღვრავს რიგში მდგომი მომმხარებლების რაოდენობას და უსმენს, რა პროდუქტებზე საუბრობენ მყიდველები რეალურ დროში. „თანამშრომლების ეფექტური მუშაობა შეგვიმცირებს დანახარჯებს და გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს“ - აცხადებენ Walmart-ში. ამ დრომდე გავრცელებული იყო ცნობაც, რომ Walmart-ში დაინერგება სისტემა, რომელიც შეასრულებს მერჩენდაიზერის მოვალეობას და თვალყურს მიადევნებს პროდუქციის მიწოდებას. https://hightech.fm/2018/12/26/walmart-snooping 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.