Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

აშშ-ის უმსხვილესმა სავაჭრო დაწესებულებამ, Walmart-მა დააპატენტა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აფიქსირებს და აანალიზებს მაღაზიაში არსებულ ყველანაირ ხმას. ნეიროქსელი უსმენს თანამშრომლებს, მყიდველებს და შეუძლია პოლიეთილენის პარკების შრიალის დაფიქსირებაც კი -  წერს Futurism. 

პატენტი გასულ კვირას დარეგისტრირდა. შემუშავებული სისტემა შედგება რამოდენიმე ათეული მიკროფონისგან, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს თანამშრომლებისა და მომხმარებლების შესახებ. 

შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებს ხელოვნური ინტელექტი - ალგორითმი აფასებს კონსულტანტებისა და მოლარეების მუშაობის ეფექტურობას, განსაზღვრავს რიგში მდგომი მომმხარებლების რაოდენობას და უსმენს, რა პროდუქტებზე საუბრობენ მყიდველები რეალურ დროში. 

„თანამშრომლების ეფექტური მუშაობა შეგვიმცირებს დანახარჯებს და გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს“ -  აცხადებენ Walmart-ში. 

ამ დრომდე გავრცელებული იყო ცნობაც, რომ Walmart-ში დაინერგება სისტემა, რომელიც შეასრულებს მერჩენდაიზერის მოვალეობას და თვალყურს მიადევნებს პროდუქციის მიწოდებას. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.