Magdalena Posted December 26, 2018 Posted December 26, 2018 Nvidia-მ შესაძლოა გაყოს თავისი გეიმინგ GPU-ების ხაზი RTX და GTX სერიებად. გავრცელებული ცნობებით, მათ შორის იქნება ახალი GTX 1160 Ti-ც. Videocardz თვლის, რომ ახალი ვიდეო ბარათი 1160 Ti გამოჩნდება დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RTX 2060. ინფორმაციის წყაროდ Videocardz-ი მიანიშნებს ჩინურ საიტზე - Expreview, რომელიც დახურულია და პაროლის გარეშე ხელმიუწვდომელი, შესაბამისად, გადამოწმება ვერ ხერხდება. ასე რომ საჭიროა ამ ინფორმაციას საზოგადოება სკეპტიკურად მიუდგეს. შესაძლოა ახალ GPU-ს ეწოდოს 1660 Ti, თუმცა Videocardz Tipster თვლის, რომ 1160 - ბრენდინგია. როგორც ცნობილია, ახალ სერიაში კვლავ გამოყენებული იქნება NVIDIA Turing GPU-ები. საიტები ვარაუდობენ, რომ RTX 2060 წარმოდგენილი იქნება TU106-200 გრაფიკული პროცესორით, GTX 1160-ს კი ექნება TU116. მარკეტინგში ასევე მოხსენიებულია "Turing Shaders," რომლებიც, დიდი ალბათობით, ექსკლუზიურად Ray Tracing-ისთვის იქნება განკუთვნილი RTX სერიაში. და ბოლოს, საიტზე მითითებულია, რომ RTX 2050 აღარ იქნება და საწყისი დონის ყველა ვიდეო ბარათი მიკუთვნებული იქნება 11-სერიის შემადგენლობაში. https://www.tomshardware.com/news/nvidia-geforce-gtx-11-series-1160-ti-rumor,38283.html 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.