Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Nvidia-მ შესაძლოა გაყოს თავისი გეიმინგ GPU-ების ხაზი RTX და GTX სერიებად. გავრცელებული ცნობებით, მათ შორის იქნება ახალი  GTX 1160 Ti-ც. Videocardz თვლის, რომ ახალი ვიდეო ბარათი 1160 Ti გამოჩნდება დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RTX 2060. 

ინფორმაციის წყაროდ Videocardz-ი მიანიშნებს ჩინურ საიტზე - Expreview, რომელიც დახურულია და პაროლის გარეშე ხელმიუწვდომელი, შესაბამისად, გადამოწმება ვერ ხერხდება. ასე რომ საჭიროა ამ ინფორმაციას საზოგადოება სკეპტიკურად მიუდგეს. შესაძოა ახალ GPU-ს ეწოდოს 1660 Ti, თუმცა Videocardz Tipster თვლის, რომ 1160 - ბრენდინგია. 

როგორც ცნობილია, ახალ სერიაში კვლავ გამოყენებული იქნება NVIDIA Turing  GPU-ები. საიტები ვარაუდობენ, რომ RTX 2060 წარმოდგენილი იქნება TU106-200 გრაფიკული პროცესორით, GTX 1160-ს კი ექნება TU116. მარკეტინგში ასევე მოხსენიებულია "Turing Shaders," რომლებიც, დიდი ალბათობით, ექსკლუზიურად Ray Tracing-ისთვის იქნება განკუთვნილი RTX სერიაში. 

და ბოლოს, საიტზე მითითებულია, რომ RTX 2050 აღარ იქნება და საწყისი დონის ყველა ვიდეო ბარათი მიკუთვნებული იქნება 11-სერიის შემადგენლობაში. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.