Magdalena Posted December 26, 2018 Posted December 26, 2018 Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ავტომწარმოებელი კომპანია კლიენტებს აუნაზღაურებს დანაკარგს, თუკი ავტომობილების მიწოდების შეფერხების გამო ისინი ხელიდან გაუშვებენ სახელმწიფოებრივ საგადასახადო შეღავათებს. გასული წლის ბოლოს აშშ-ის კონგრესის მიერ გატარდა ძირითადი საგადასახადო ცვლილები, რაც გულისხმობს სტიმულაციას საგადასახადო შეღავათების სახით. შედეგადაც მცირდება ელექტრომობილების თვითღირებულება. ამ დროისთვის მსგავსი შეღავათები ხელმისაწვდომია Tesla-ს მიერ გაყიდულ მხოლოდ 200 000 ავტომობილზე, შემდეგში კი საგადასახადო შეღავათები მცირდება ყოველ ექვს თვეში მანამ, სანამ საერთოდ არ შეწყდება. მიმდინარე წელს Tesla-ს მხრიდან გამოცხადებული იყო, რომ მხოლოდ 15 ოქტომბრამდე განხორციელებული შეკვეთების შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა 7500 დოლარის ოდენობით ფასდაკლებას, ელექტრომობილებს კი მყიდველები წლის ბოლოსთვის მიიღებდნენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საშეღავათო თანხა 3700 დოლარამდე ჩამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის დასრულებამდე ფაქტიურად დღეებიღა დარჩა, ზოგიერთმა მომხმარებელმა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ავტომობილი, გადაწყვიტა ეჩივლა მიწოდების შეფერხების გამო. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ Twitter-ზე განთავსებულ კითხვას - „რა მოხდება, თუკი ავტომობილს დროულად ვერ მიიღებენ მფლობელები“ , მასკმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში Tesla საკუთარ თავზე აიღებს საგადასახადო ლგოტების სხვაობას. მან აგრეთვე დაამატა, რომ სირთულეების მიუხედავად, წლის ბოლომდე Model 3-ზე მიცემული ყველა შეკვეთა მიწოდებული იქნება მფლობელებისთვის. როგორც Tesla მიიჩნევს, ეს ელექტრომობილია კომპანიის წარმატების გასაღები. https://3dnews.ru/980158 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.