Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ავტომწარმოებელი კომპანია კლიენტებს აუნაზღაურებს დანაკარგს, თუკი ავტომობილების მიწოდების შეფერხების გამო ისინი ხელიდან გაუშვებენ სახელმწიფოებრივ საგადასახადო შეღავათებს. 

გასული წლის ბოლოს აშშ-ის კონგრესის მიერ გატარდა ძირითადი საგადასახადო ცვლილები, რაც გულისხმობს სტიმულაციას საგადასახადო შეღავათების სახით. შედეგადაც მცირდება ელექტრომობილების თვითღირებულება. ამ დროისთვის მსგავსი შეღავათები ხელმისაწვდომია Tesla-ს მიერ გაყიდულ მხოლოდ 200 000 ავტომობილზე, შემდეგში კი საგადასახადო შეღავათები მცირდება ყოველ ექვს თვეში მანამ, სანამ საერთოდ არ შეწყდება. 

image.jpeg 

მიმდინარე წელს Tesla-ს მხრიდან გამოცხადებული იყო, რომ მხოლოდ 15 ოქტომბრამდე განხორციელებული შეკვეთების შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა 7500 დოლარის ოდენობით ფასდაკლებას, ელექტრომობილებს კი მყიდველები წლის ბოლოსთვის მიიღებდნენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საშეღავათო თანხა 3700 დოლარამდე ჩამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის დასრულებამდე ფაქტიურად დღეებიღა დარჩა, ზოგიერთმა მომხმარებელმა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ავტომობილი,  გადაწყვიტა ეჩივლა მიწოდების შეფერხების გამო. 

ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ Twitter-ზე განთავსებულ კითხვას - „რა მოხდება, თუკი ავტომობილს დროულად ვერ მიიღებენ მფლობელები“ , მასკმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში Tesla საკუთარ თავზე აიღებს საგადასახადო ლგოტების სხვაობას. მან აგრეთვე დაამატა, რომ სირთულეების მიუხედავად, წლის ბოლომდე Model 3-ზე მიცემული ყველა შეკვეთა მიწოდებული იქნება მფლობელებისთვი. როგორც Tesla მიიჩნევს, ეს ელექტრომობილია კომპანიის წარმატების გასაღები. 

image.jpeg

https://3dnews.ru/980158

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.