Magdalena Posted December 26, 2018 Posted December 26, 2018 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, Andrew Bustamante-მ ბლოკჩეინს უწოდა ის „სუპერმძლავრი საშუალება“, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. როგორც ცნობილია, Andrew Bustamante აგრეთვე არის აშშ-ის სამხედრო-საავიაციო ძალების ვეტერანი და კორპორაცია Fortune 10-ის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. იგი ცნობილი გახდა პუბლიკაციების გამოქვეყნებით, რომლებშიც საკუთარი გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. პორტალ Reddit-ის ერთ-ერთმა გამომწერმა Andrew Bustamante-ს დაუსვა შეკითხვა, თუ რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს სამომავლოდ ამერიკისთვის და შესთავაზა მას სავარაუდო პასუხები: „რუსეთი? ჩრდილოეთ კორეა? ირანი თუ კლიმატის ცვლილება?“ ბასტამანტეს პასუხი იყო: „ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. არ ვხუმრობ. ეს სუპერმძლავრი ტექნოლოგიაა და ის, ვინც გაარკვევს როგორ გატეხოს და განახორციელოს მანიპულაციები, ის მოიგებს“ - განაცხადა ბასტამანტემ. დაზვერვის ყოფილმა მომსახურემ აღარ განავრცო თემა მეტად და უპასუხა მეორე მომხმარებელს კითხვაზე: „ხომ არ არის კვანტური კომპიუტერების განვითარება უფრო მეტად სარისკო, ვიდრე ბლოკჩეინი?“ - „სწორი შენიშვნაა“ - იყო მისი პასუხი. ამის შემდეგ საიტზე დაიწყო ცხარე განხილვები, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს კვანტურმა კომპიუტერებმა კრიპტოგრაფიული დაცვის ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ბლოკჩეინს. ზოგიერმა მომხმარებელმა გაიზიარა ბასტამანტეს დასკვნები. ერთ-ერთმა მათგანმა მიუთითა, რომ შეუძლებელია მომხმარებლებისა და ანონიმური ტრანზაქციების გამოკვლევა, მეორემ კი აღნიშნა ბლოკჩეინის დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია ოქტომბრის შემთხვევა, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი დასდო რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (GRU) შვიდ ოფიცერს კრიპტო-ჰაკინგსა და დეზინფორმატორობაში. ივლისში კი ბრალი ედებოდა თორმეტ ადამიანს კრიპტოგრაფიის გამოყენებით ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებული ქსელების გატეხვის მცდელობაში. https://cointelegraph.com/news/ex-cia-official-claims-blockchain-is-biggest-threat-to-future-of-us-national-security 1
George Posted December 27, 2018 Posted December 27, 2018 SEC რომ ETF არ ამტკიცებს ეგ იყოს შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაგდენი გადატანების და ეშინიათ ნაადრევი გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით აგრეთვე უსაფრთხოების
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now