Magdalena Posted December 25, 2018 Posted December 25, 2018 სტენფორდის უნივერსისტეტის ინჟინრებმა შექმნეს ხელოვნური ფილტვი, რომელსაც შეუძლია წყლისგან გამოათავისუფლოს ჟანგბადი და წყალბადი და აქციოს იგი ეკოლოგიურად სუფთა საწვავ წყალბადად. ამის შესახებ წერს ScienceAlert. ადამიანის ფილტვები გამყოფია, ფილტრია - ჰაერი, რომელიც ხვდება ორგანოში, გაივლის თხელ მემბრანას. ეს მემბრანა გამოყოფს ჟანგბადს ჰაერისგან და აწვდის სისხლძარღვებს. ეს მექანიზმი მეცნიერებმა გამოიყენეს საწვავი წყალბადის შესაქმნელად. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა წარმოადგენს ფილტვის ფორმის გარსს, მასში ათავასებენ წყალს და ძაბვის შედეგად იღებენ ჟანგბადისა და წყალბადის ნაწილაკებს, რომლებიც „ფილტვის“ შიგნით ქმნიან ენერგიას ლითონის მილების მემბრანის გავლით. ფილტვის ფორმის მოწყობილობა ახდენს ეფექტური და უსაფრთხო საწვავი წყალბადის გენერირებას. სამომავლოდ მკვლევარები შეეცდებიან შექმნან სისტემები ამგვარი მოწყობილობებისგან. ამ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდის წინ კი ბერკლის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ინჟინრებმა შექმნეს ფოტოსინთეზირებადი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას ორი ტიპის ენერგიად: ელექტროენერგიად და საწვავ წყალბადად. https://hightech.fm/2018/12/24/fuel-lungs 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now