Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მკვლევარებმა გამოიყენეს 360 ფილმის სიუჟეტი, რათა ხელოვნური ინტელექტისთვის ესწავლებინათ სცენარების წერა. როგორც აღმოჩნდა, ხელოვნური „ტვინისთვის“ განსაკუთრებით რთულია ხუმრობის აღქმა და გადმოცემა. 

ალგორითმი, რომელსაც MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) მკვლევარები იყენებენ, ეწოდება textgenrnn. მას აქვს ორი რეჟიმი: მეცნიერებს შეუძლიათ სიტყვების გენერაციისთვის გამოიყენონ ასო-ბგერები სხვა სიტყვების სტილში ან გამოიყენონ სიტყვები წინადადებების გენერირებისთვის. 

თითოეული რეჟიმი წარმოდგენილია ერთაერთი პარამეტრით, რომლის შეცვლაც შესაძლებელია, რათა მიღებულ იქნას საუკეთესო შედეგი. მკვლევარები კონცენტრირებულნი იყვნენ სამ მაჩვენებელზე - შრეების რაოდენობა, დრო და კრეატიულობა. 

შრეები (ფენები) კავშირშია ნეირონული ქსელის სირთულესთან: რაც მეტია შრე, მით უფრო რთულია მონაცემები, რომელზეც ნეიროქსელმა უნდა იმუშაოს. დრო -  ეს არის განკუთვნილი წუთები, რომელიც ალგორთმს ეძლევა სავარჯიშო მონაცემებზე სამუშაოდ, სანამ საბოლოო შედეგს დადებს.  

ალგორითმის მიერ შემოთავაზებულ სცენარებს შორის იყო ამგვარები: „სოფლის ერთადერთი გაზეთი სამშობლოში ანადგურებს შობას“, „ბიჭის ძიძა ცდილობს იზეიმოს შობა“. ფილმების სახელწოდებები კი ამგვარი გამოვიდა: „საშობაო გზა“, „IT-სანტა“ და „გრანჟ-შობა“. 

მთავარი პრობლემა დაკავშირებულია მონაცემთა მცირე რაოდენობასთან. 360 სიუჟეტი -  ეს ძალიან ცოტაა, ჩვეულებრივ, ალგორითმის ვარჯიშისთვის საჭიროა მილიონობით ტექსტი. პრობლემა დაკავშირებულია textgenrnn-თანაც - ალგორითმი საკმაოდ სუსტია გამართული წინადადებების აწყობაში ალტერნატიულებთან შედარებით. იგი შეზღუდულია ნეირონული ქსელის მიერ წინადადებების გენერირებაში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.