Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG Electronics-მა წარადგინა ახალი პროექტორი CineBeam Laser 4K, რომელსაც უფრო დეტალურად საზოგადოება გაეცნობა Consumer Electronics Show (CES) 2019-ზე. 

image.jpeg 

ლაზერიანი დივაისი (მოდელი HU85L) შექმნილია Ultra Short Throw (UST) ტექნოლოგიის გამოყენებით. პროექტორს შეუძლია 90 დუიმის ზომის გამოსახულების ფორმირება, რომელიც ეკრანიდან 5 სანტიმეტრით იქნება დაშორებული. დაშორების მანძილის 18 სანტიმეტრამდე გაზრდისას გამოსახულება იზრდება 120 დუიმამდე. 

image.jpeg 

როგორც დასახელებიდან ჩანს, პროექტორი შეესაბამება UHD/4K ფორმატს: გამოსახულების გაფართოება შეადგენს 3840×2160 პიქსელს. სიკაშკაშე აღწევს 2500 ANSI-ლუმენს. 

image.jpeg 

კომპანია LG ამტკიცებს, რომ პროექტორს შეუძლია მეტად რეალისტური, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების ფორმირება და საუკეთესოდ აღიქმება მუქი შავი ფერი. გამოსახულების პროეცირება შესაძლებელია კედელზე, ჭერსა და იატაკზე. 

image.jpeg 

კონექტორებიდან ხელმისაწვდომია USB, Ethernet და HDMI პორტები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი Magic Remote, რომელსაც აქვს ჟესტების ამოცნობის უნარი. პროექტორთან შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებების საშუალების გამოყენება. 

გაყიდვის თარიღსა და ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.