Magdalena Posted December 22, 2018 Posted December 22, 2018 გერმანიაში მცხოვრებმა Amazon-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომპანიისგან გამოითხოვა მონაცემები, რომელიც მოიცავდა მისი ქმედებების, შენაძენებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. მიღებული zip-არქივის გახსნისას მან აღმოაჩინა სხვა პიროვნების 1,7 ათასი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იყო ხმოვანი დამხმარის - Amazon Alexa-ს მიერ. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული ახალი კანონის თანახმად, ევროპელ მომხმარებლებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში მიიღონ ის ინფორმაცია სრულად, რასაც ინტერნეტ-კომპანიები აგროვებენ მათ შესახებ და ინახავენ. ამ მონაცემებში შედის მეტად კონფიდენციალური ინფორმაციაც, მაგალითად, გეოლოკაცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის განსაზღვრა. მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, უცხო პირის მონაცემების მიღების შემდეგ მიმართა Amazon-ის მხარდაჭერის სამსახურს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის გზავნილი, საიდანაც მან ფაილები მიიღო, მიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა მომხმარებელმა მოასწრო მთელი მონაცემების შენახვა საკუთარ კომპიუტერში. მას შემდეგ კი, რაც ხსენებული ფაქტის შესახებ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა შეიტყვეს, Amazon-მა აღიარა მომხდარი და მას უწოდა „ერთადერთი შემთხვევა და ადამიანური შეცდომა“. თუმცა, ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც - Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალისა და მისი ქმრის საუბრები და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. https://hightech.fm/2018/12/20/amazon-fail 1
Power_VANO Posted December 22, 2018 Posted December 22, 2018 მეც მაქვს ალექსა, მოვითხოვო ერთ ჩემი დატა :დ
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now