Magdalena Posted December 22, 2018 Posted December 22, 2018 ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებულ Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-ი აპირებს გამოუშვას საკუთარი სტაბილური მონეტა. როგორც ცნობილია, კომპანია თავდაპირველად კონცენტრირდება ინდურ ბაზარზე, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცეს დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტით მოახდინონ ფულადი გადარიცხვები Facebook-ის ერთ-ერთი აპლიკაციის - WhatsApp-ის მეშვეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სტაბილური მონეტის გაშვებამდე რეალურად ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგანაც ეს ინიციატივა ჯერჯერობით სტრატეგიული დაგეგმვის სტადიაში იმყოფება. დღესდღეობით, WhatsApp-ს 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ინდოეთში. მსოფლიო ბანკის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს ფულადი გადარიცხვების მხრივ: მხოლოდ 2017 წლის მონაცემებით მიგრანტებმა მოახდინეს 69,59 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გადარიცხვა. მიმდინარე წლის მაისში Facebook-მა შეკრიბა საკუთარი ბლოკჩეინ-გუნდი, რათა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგია. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანიამ დამატებით ხუთი ვაკანსია გამოაცხადა, რათა თავისი ბლოკჩეინ-გუნდი შეევსო ახალი წევრებით, რომლებიც ფლობენ ცოდნას მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მარკეტინგის სფეროებში. Facebook-ის ბლოკჩეინ-გუნდს ხელმძღვანელობს დეივიდ მარკუსი (David Marcus), რომელსაც მანამდე ეკავა Messenger-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ივნისში კი ბლოკჩეინ-ინჟინერიის დირექტორად დაინიშნა ევან ჩენგი (Evan Cheng). „თუკი Facebook-ი მართლაც გამოუშვებს სტაბილურ მონეტას, როგორც ამბობენ, იგი სწრაფად გახდება ყველაზე პოპულარული პროდუქტი კრიპტოსამყაროში“ - აღნიშნა კრიპტოანალიტიკოსმა Anthony Pompliano-მ. – „ინდოეთის ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს კრიპტოვალუტებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება“. გარდა ამისა, სხვა გლობალურმა Messenger-აპლიკაციებმაც, როგორებიცაა Kakao, LINE და Telegram, უკვე განაცხადეს, რომ გეგმაში აქვთ გადაინაცვლონ ბლოკჩეინ-სივრცეში. იაპონური LINE იყო ერთ-ერთი საზოგადოებრივი სავაჭრო კომპანია, რომელმაც აგვისტოში გამოუშვა საკუთარი ბლოკჩეინ-ქსელი კრიპტოვალუტით - LINK ტოკენი. https://www.coindesk.com/facebook-is-working-on-its-own-stablecoin-for-money-transfers-report 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.