Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებულ Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-ი აპირებს გამოუშვას საკუთარი სტაბილური მონეტა. როგორც ცნობილია, კომპანია თავდაპირველად კონცენტრირდება ინდურ ბაზარზე, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცეს დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტით მოახდინონ ფულადი გადარიცხვები Facebook-ის ერთ-ერთი აპლიკაციის - WhatsApp-ის მეშვეობით. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სტაბილური მონეტის გაშვებამდე რეალურად ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგანაც ეს ინიციატივა ჯერჯერობით სტრატეგიული დაგეგმვის სტადიაში იმყოფება. დღედღეობით, WhatsApp-ს 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ინდოეთში. მსოფლიო ბანკის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს ფულადი გადარიცხვების მხრივ: მხოლოდ 2017 წლის მონაცემებით მიგრანტებმა მოახდინეს 69,59 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გადარიცხვა.  

მიმდინარე წლის მაისში Facebook-ა შეკრიბა საკუთარი ბლოკჩეინ-გუნდი, რათა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგია. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანიამ დამატებით ხუთი ვაკანსია გამოაცხადა, რათა თავისი ბლოკჩეინ-გუნდი შეევსო ახალი წევრებით, რომლებიც ფლობენ ცოდნას  მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მარკეტინგის სფეროებში.  

Facebook-ის ბლოკჩეინ-გუნდს ხელმძღვანელობს დეივიდ მარკუსი (David Marcus), რომელსაც მანამდე ეკავა Messenger-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ივნისში კი ბლოკჩეინ-ინჟინერიის დირექტორად დაინიშნა ევან ჩენგი (Evan Cheng).  

„თუკი Facebook-ი მართლაც გამოუშვებს სტაბილურ მონეტას, როგორც ამბობენ, იგი სწრაფად გახდება ყველაზე პოპულარული პროდუქტი კრიპტოსამყაროში“ - აღნიშნა კრიპტოანალიტიკოსმა Anthony Pompliano-მ. – „ინდოეთის ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს კრიპტოვალუტებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება“.  

გარდა ამისა, სხვა გლობალურმა Messenger-აპლიკაციებმაც, როგორებიცაა Kakao, LINE და Telegram, უკვე განაცხადეს, რომ გეგმაში აქვთ გადაინაცვლონ ბლოკჩეინ-სივრცეში. 

იაპონური LINE იყო ერთ-ერთი საზოგადოებრივი სავაჭრო კომპანია, რომელმაც აგვისტოში გამოუშვა საკუთარი ბლოკჩეინ-ქსელი კრიპტოვალუტით - LINK ტოკენი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.