Magdalena Posted December 21, 2018 Posted December 21, 2018 The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია Netease Technology News-მა დაადასტურა, რომ 2018 წელს გამოსული რამოდენიმე iPad Pro-ს ალუმინის კორპუსი მცირედგამოხატული გამრუდებითაა წარმოდგენილი. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის iPad-ის წარმოების პროცესის ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ უარესდება დროის გასვლასთან ერთად და iPad-ის ფუნქციურობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. ამ სიმრუდეს Apple არ თვლის ნაკლოვანებად. ამ დრომდე მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამრუდება დროთა განმავლობაში ხდებოდა. როგორც ფორუმ MacRumors-ზე ამტკიცებდნენ, დეფორმაცია არ იყო არასწორი გამოყენების ან დაწოლის შედეგი. ამჯერად კი Apple აცხადებს, რომ iPad Pro-ს ლითონისა და პლასტმასის დეტალებს აქვთ ტენდენცია - წარმოების პროცესში გაგრილებისას განიცადონ დეფორმაცია. ანალოგიური სიტუაციები შესაძლოა შეგვხვდეს ახალ iPad Pro-ებში, როგორც 11-დუიმიან, ასევე 12,9-დუიმიან დივაისებში. კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის ნაკლი და მსგავსი შემთხვევისგან არ არის დაზღვეული არც მისი და არც სხვა კომპანიების მიერ წარმოებული თხელი პლანშეტები. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22822/apple-priznaet-chto-nekotorye-novye-ipad-pro-slegka-izognuty 1 1 Quote
Gogla1990 Posted December 21, 2018 Posted December 21, 2018 რაღა ხმარებაში გაღუნონ და მერე დაგვენდურონ, ბარემ ჩვენვე გავღუნოთ და ისე გავყიდოთო Quote
Magdalena Posted December 21, 2018 Author Posted December 21, 2018 5 hours ago, Gogla1990 said: რაღა ხმარებაში გაღუნონ და მერე დაგვენდურონ, ბარემ ჩვენვე გავღუნოთ და ისე გავყიდოთო მერე უკვირთ კიდევ რატომაა რომ ვისაც არ ეზარება ყველა ეფლს უჩივის 1 Quote
Power_VANO Posted December 23, 2018 Posted December 23, 2018 ისე, სურათზე რაც ჩანს, თუ მართლა მაგ დონეზე გაღუნულ დევაისებს ყიდიან, ნეტა იუზერები როგორ ვერ ამჩნევენ ყიდვისას Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.