Jump to content

Recommended Posts

Posted

The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია Netease Technology News-მა დაადასტურა, რომ 2018 წელს გამოსული რამოდენიმე iPad Pro-ს ალუმინის კორპუსი მცირედგამოხატული გამრუდებითაა წარმოდგენილი. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის iPad-ის წარმოების პროცესის ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ უარესდება დროის გასვლასთან ერთად და iPad-ის ფუნქციურობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. ამ სიმრუდეს Apple არ თვლის ნაკლოვანებად. 

image.jpeg

 

ამ დრომდე მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამრუდება დროთა განმავლობაში ხდებოდა. როგორც ფორუმ MacRumors-ზე ამტკიცებდნენ, დეფორმაცია არ იყო არასწორი გამოყენების ან დაწოლის შედეგი. 

ამჯერად კი Apple აცხადებს, რომ iPad Pro-ს ლითონისა და პლასტმასის დეტალებს აქვთ ტენდენცია -  წარმოების პროცესში გაგრილებისას განიცადონ დეფორმაცია. ანალოგიური სიტუაციები შესაძლოა შეგვხვდეს ახალ iPad Pro-ებში, როგორც 11-დუიმიან, ასევე 12,9-დუიმიან დივაისებში. კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის ნაკლი და მსგავსი შემთხვევისგან  არ არის დაზღვეული არც მისი და არც სხვა კომპანიების მიერ წარმოებული თხელი პლანშეტები. 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Posted

რაღა ხმარებაში გაღუნონ და მერე დაგვენდურონ, ბარემ ჩვენვე გავღუნოთ და ისე გავყიდოთო :ugly004:

Posted
5 hours ago, Gogla1990 said:

რაღა ხმარებაში გაღუნონ და მერე დაგვენდურონ, ბარემ ჩვენვე გავღუნოთ და ისე გავყიდოთო :ugly004:

? მერე უკვირთ კიდევ რატომაა რომ ვისაც არ ეზარება ყველა ეფლს უჩივის

  • Haha 1
Posted

ისე, სურათზე რაც ჩანს, თუ მართლა მაგ დონეზე გაღუნულ დევაისებს ყიდიან, ნეტა იუზერები როგორ ვერ ამჩნევენ ყიდვისას :D 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.