Jump to content

Recommended Posts

Posted

კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსისტეტის ინჟინრებმა წარმოადგინეს კომპიუტერული ხედვის ახალი მოდელი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს რელური სამყაროს ობიექტების იდენტიფიკაცია ზუსტად ისევე, როგორც ადამიანს. ამ კონცეფციის წყალობით ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს სხვადასხვა ობიექტს ერთი კონკრეტული მიმართულებით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში - Proceedings of the National Academy of Sciences. 

ნეიროქსელისთვის სწავლების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს აჩვენებდნენ ფოტოებს, შემდეგ კი შლიდნენ მას (ფოტოს) ნაწილებად. კომპიუტერი იმახსოვრებდა მთლიან ფოტოს, დეტალების განლაგებას და იმას, თუ რა პრინციპით შეესაბამებოდა ეს დეტალები ერთმანეთს. მესამე ეტაპზე ნეიროქსელი ახდენდა ობიექტების ფონის ანალიზს, აგრეთვე იმასაც, ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა გარემომცველ ობიექტებს პირვანდელ ფოტოსთან. 

„ინტერნეტის წყალობით ნეიროქსელებს ახლა უკვე შეუძლიათ ისწავლონ ისევე, როგორც ამას ადამიანი აკეთებს: ისინი დიდი რაოდენობით გამოსახულებებისა და ობიექტების დახმარებით აღადგენენ პირვანდელ გამოსახულებას“ - აცხადებენ უნივერსიტეტის პროფესორები. 

მას შემდეგ, რაც ნეიროქსელს ადამიანური ხედვა ასწავლეს, მეცნიერებმა მოახდინეს მისი ტესტირება 9 ათას სურათზე. ჯამში, სისტემამ შეძლო აეწყო იდეალური მოდელები ადამიანის სხეულის, მოტოციკლის, თვითმფრინავისა და ავტომობილის გამოსახულებით. 

image.jpeg 

ფოტოებზე: ნეიროქსელის სწავლების პროცესი. 

image.jpeg

https://hightech.fm/2018/12/19/intuision

  • Like 1
  • Confused 1
Posted

რა კარგ დროში ვცხოვრობთ :)

იმდენი დროც კი არ გვაქვს საკმარისად, რომ ყველა სიახლე უბრალოდ გავიგოთ :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.