Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

AT & T იტყობინება, რომ მოხდა 5G ქსელის გაშვება 12 ქალაქში, შესაბამისად, ეს კომპანია გახდა პირველი ოპერატორი, რომელმაც გამოუშვა 5G სტანდარტზე არსებული მობილური ქსელი. თავდაპირველად მის გამოყენებას მოსახლეობის მცირე ნაწილი შეძლებს მას შემდეგ, რაც AT & T დაიწყებს თავისი პირველი 5G დივაისის გავრცელებას: ეს იქნება მობილური ჰოთსპოტი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალ სწრაფ ქსელთან. 

ახალი ქსელი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება მაცხოვრებლებმა ჩვეულებრივი წესით შეიძინონ AT & T 5G ჰოთსპოტი მაღაზიებში. ავდაპირველად მათ ექნებათ ახალი ტექნოლოგიის მოსინჯვის საშუალება, რათა ნახონ, როგორ მუშაობს იგი, მანამ სანამ სერვისი მოიზიდავს უფრო და უფრო მეტ ადამიანს. 

სატესტო პერიოდის განმავლობაში AT & T არ გადაახდევინებს მომხმარებლებს 5G ქსელის მოხმარების საფასურს. გაზაფხულიდან კი დაიწყება ჰოთსპოტის გაყიდვა, რომლის ფასიც 499 აშშ დოლარი იქნება. კომპანია აგრეთვე ახმაურებს თავისი სერვისის საფასურს: 15 გბ თვეში 70 დოლარად. 

დიდი ალბათობით, სამომავლო 5G დივაისებისთვის საჭირო იქნება 5G-თავსებადი ტარიფები, რაც ნამდვილად არ იქნება იაფი. იმავე ფასად მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ შეუზღუდავი LTE მონაცემები, ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ჩათვლით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰოთსპოტი მიმდინარე კვირაში ამოქმედდება, კომპანია ჯერ კიდევ არ ახმაურებს ქსელის რეალურ სიჩქარეს. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „თეორიული მაქსიმალური სიჩქარე 1,2 გბიტი/წმ. იქნება, ფაქტობრივი სიჩქარე კი გაცილებით ნაკლები“. 

მიმდინარე თვის დასაწყისში ატარებულ კონფერენციაზე განხორციელებული დემონსტრაციისას სიჩქარემ 140 მბიტი/წმ.-ს მიაღწია. დიახ, ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია LTE-კავშირთან შედარებით, თუმცა ახლოსაც ვერ მიდის იმ დონის გიგაბიტურ სიჩქარესთან, რომელსაც 5G-მწარმოებლები პირდებიან საზოგადოებას.   

ამ ეტაპზე AT & T-ის 5G ქსელი გაშვებულია ატლანტაში, შარლოტში, დალასში, ჰიუსტონში, ინდიანაპოლისში, ჯექსონვილში, ლუისვილში, ოკლაჰომა-სითიში, ნიუ-ორლეანში, რალიში, სან-ანტონიოსა და ვაკოში. უახლოეს ექვს თვეში AT & T გეგმავს გაფართოებას ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში, ნეშვილში, ორლანდოში, სან-დიეგოში, სან-ფრანცისკოსა და სან-ხოსეში. ყველა შემთხვევაში, მეხუთე თაობის ქსელი ჯერჯერობით მხოლოდ ქალაქების გარკვეულ ნაწილებში იქნება ხელმისაწვდომი. 

აშშ-ის სხვა მსხვილი უსადენო კავშირების ოპერატორებიც უახლოეს თვეებში გეგმავენ თავინთი 5G ქსელების გაშვებას. T-Mobile მოსახლეობას ჰპირდება, რომ მიმდინარე წელს 30 ქალაქში გაეშვება ახალი აობის ქსელი, მისი ფაქტობრივი გამოყენება კი 2019 წლიდან დაიწყება. Verizon-ის ჰოთსპოტიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება. Sprint-ი კი აცხადებს, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში უკვე ექნება თავისი 5G სმარტფონი. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.