Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც მცენარეების მიერ იმართება. ორგანიზმი გადასცემს ელექტროიმპულსს მოწყობილობას და ირჩევს მისი მოძრაობის მიმართულებას. ეს მექანიზმსა და მცენარეს შორის სიმბიოზის შექმნის ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტია - წერს Gizmodo. Elowan-ი - ეს არის რობოტიზირებული ორბორბლიანი პლატფორმა, რომელზეც თავსდება მცენარიანი ქოთანი. არსებობის პროცესში ორგანიზმის უჯრედები გამოიმუშავებს ელექტროიმპულსებს, მექანიზმი კი მათ იღებს და გარდაქმნის ბრძანებებად. სისტემა ახდენს ბიოლოგიური სიგნალების გაშიფვრას ვერცხლის ელექტროდების მეშვეობით, რომლებით განთავსებულია მცენარის ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. მოძრაობის მიმართულება დამოკიდებულია იმპულსის სიმძლავრეზე. ტესტირებისას რობოტმა ოპერატორის დახმარების გარეშე შეძლო მიეღწია სინათლის წყარომდე, რომელიც მცენარის ფოტოსინთეზისთვის აუცილებელია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემდგომში შესაძლებელი გახდება რობოტიზირებული ფერმების შექმნა, რომელშიც მცენარეები თავად გადაადგილდებიან საჭირო ადგილებზე სინათლის ან ტენის მისაღებად. სადემონსტრაციო ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2EtWHwQ https://hightech.fm/2018/12/05/plant-rebellion 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.