Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც მცენარეების მიერ იმართება. ორგანიზმი გადასცემს ელექტროიმპულსს მოწყობილობას და ირჩევს მისი მოძრაობის მიმართულებას. ეს მექანიზმსა და მცენარეს შორის სიმბიოზის შექმნის ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტია - წერს Gizmodo. Elowan-ი - ეს არის რობოტიზირებული ორბორბლიანი პლატფორმა, რომელზეც თავსდება მცენარიანი ქოთანი. არსებობის პროცესში ორგანიზმის უჯრედები გამოიმუშავებს ელექტროიმპულსებს, მექანიზმი კი მათ იღებს და გარდაქმნის ბრძანებებად. სისტემა ახდენს ბიოლოგიური სიგნალების გაშიფვრას ვერცხლის ელექტროდების მეშვეობით, რომლებით განთავსებულია მცენარის ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. მოძრაობის მიმართულება დამოკიდებულია იმპულსის სიმძლავრეზე. ტესტირებისას რობოტმა ოპერატორის დახმარების გარეშე შეძლო მიეღწია სინათლის წყარომდე, რომელიც მცენარის ფოტოსინთეზისთვის აუცილებელია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემდგომში შესაძლებელი გახდება რობოტიზირებული ფერმების შექმნა, რომელშიც მცენარეები თავად გადაადგილდებიან საჭირო ადგილებზე სინათლის ან ტენის მისაღებად. სადემონსტრაციო ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2EtWHwQ https://hightech.fm/2018/12/05/plant-rebellion 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now