Jump to content

Recommended Posts

Posted

Unity-სთან თანამშრომლობა გახდა კომპანია Apollo Plan-ის შიდა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. პროგრამის ფარგლებში ჩინური კომპანია Baidu გეგმავს შეიმუშავოს, გატესტოს და გაყიდოს უპილოტო ავტომობილები მესამე, მეოთხე და მეხუთე დონის ავტონომიურობით. ამჟამად Baidu ახდენს თავისი ტექნოლოგიის ტესტირებას 50 სხვადასხვა ავტომწარმოებლის პროდუქციაზე. 

Baidu-ს წარმომადგენლების თქმით, რეალური საგზაო მოძრაობის სიმულაცია უპილოტო ავტომობილებს საშუალებას მისცემს მრავალი საათის განმავლობაში იმოძრაონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან ადამიანებს. 

სიმულაციის საშუალებით შესაძლებელია ისეთი შემთხვევების ტესტირება, რაც რეალურ სამყაროში წარმოუდგენელი ჩანს. რა მოხდება, თუკი მანქანას ბავშვი ან ცხოველი გადაურბენს წინ? ამგვარი შემთხვევებია სწორედ, რომელთა რეალურად შემოწმება შეუძლებელია, სიმულატორის საშუალებით კი - უპრობლემოდ“ – აცხადებს Unity-ს საავტომობილო მრეწველობის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. 

მოდელირების სისტემები დააჩქარებენ უპილოტო სისტემების გამართვა-განვითარებას, ციფრული ტესტ-დრაივების ჩატარება კი შესაძლებელია უწყვეტად სხვადასხვა პირობებში. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.