Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 Unity-სთან თანამშრომლობა გახდა კომპანია Apollo Plan-ის შიდა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. პროგრამის ფარგლებში ჩინური კომპანია Baidu გეგმავს შეიმუშავოს, გატესტოს და გაყიდოს უპილოტო ავტომობილები მესამე, მეოთხე და მეხუთე დონის ავტონომიურობით. ამჟამად Baidu ახდენს თავისი ტექნოლოგიის ტესტირებას 50 სხვადასხვა ავტომწარმოებლის პროდუქციაზე. Baidu-ს წარმომადგენლების თქმით, რეალური საგზაო მოძრაობის სიმულაცია უპილოტო ავტომობილებს საშუალებას მისცემს მრავალი საათის განმავლობაში იმოძრაონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან ადამიანებს. “სიმულაციის საშუალებით შესაძლებელია ისეთი შემთხვევების ტესტირება, რაც რეალურ სამყაროში წარმოუდგენელი ჩანს. რა მოხდება, თუკი მანქანას ბავშვი ან ცხოველი გადაურბენს წინ? ამგვარი შემთხვევებია სწორედ, რომელთა რეალურად შემოწმება შეუძლებელია, სიმულატორის საშუალებით კი - უპრობლემოდ“ – აცხადებს Unity-ს საავტომობილო მრეწველობის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. მოდელირების სისტემები დააჩქარებენ უპილოტო სისტემების გამართვა-განვითარებას, ციფრული ტესტ-დრაივების ჩატარება კი შესაძლებელია უწყვეტად სხვადასხვა პირობებში. https://hightech.fm/2018/12/18/baidu-unity 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now