Magdalena Posted December 19, 2018 Posted December 19, 2018 კალიფორნიაში მცხოვრებმა 13 წლის ჯორჯია ჰაჩისონმა მიიღო მთავარი ჯილდო STEM Broadcom Masters კონკურსზე, რადგან შექმნა მზის ბატარეების კონცეპტი, რომლებიც ავტომატურად ბრუნდებიან მზის მხარეს. ამის შესახებ წერს ScienceAlert. მზის ბატარეებს ამ დრომდეც ჰქონდათ უნარი, დამოუკიდებლად შებრუნებულიყვნენ ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროსკენ, რათა მზის ენერგია გაერდაექმნათ ელექტროენერგიად. თუმცა მათი მუშაობისთვის საჭირო იყო ძვირადღირებული სენსორები, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდებოდა მოწყობილობის ფასი. ჰაჩისონმა გამოგონა სისტემა, რომლითაც მზის ბატარეები სინათლის წყაროს ეძებენ ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის მართვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე. ამ ინფორმაციას იყენებს ნეიროქსელი, რათა განსაზღვროს მზის მდებარეობა რეალურ დროში და ამოირჩიოს პანელის დახრილობის ოპტიმალური კუთხე. კონკურსის ორგანიზატორის - ფონდ Broadcom-ისგან ჯილდოს სახით გოგონას გადაეცა 25 ათასი დოლარი. გარდა ამისა, ორგანიზაციამ გამოყო ფინანსები მის სკოლაში STEM-პროგრამის მხარდასაჭერად. https://hightech.fm/2018/12/18/school-scientists 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now