Magdalena Posted December 19, 2018 Posted December 19, 2018 ჩინელმა მეცნიერებმა დაიწყეს ე.წ. Z-Machine-ის მშენებლობა - ეს იქნება მოწყობილობა, რომელიც მოახდენს თერმობირთვული აფეთქების პირობების მოდელირებას და შეეძლება შეაფასოს ბირთვული იარაღის ეფექტი. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს South China Morning Post. ამგვარი მოწყობილობა - მაგნიტური გამოსხივების მაღალხარისხიანი გენერატორი უკვე აქვს აშშ-ს. მისი საშუალებით ხდება სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების კვლევა ზემაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, აგრეთვე იგი ახდენს ბირთვული აფეთქების მოდელირებას. მოწყობილობა მდებარეობს Sandia-ს ლაბორატორიაში. როგორც იქ მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, მისი მეშვეობით შეძლეს ალმასის დადნობა. 2003 წელს მკვლევარებმა Z-Machine-ს საშუალებით მოაქციეს წყალი 70-120 ათას ატმოსფერო წნევის ქვეშ და მიიღეს ყინული VII. ჩინური Z-Machine-ის აწყობას განახორციელებს ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ მოწყობილობა გათვლილია 60 მეგაჯოული ენერგიის გამოყოფაზე, რაც 15-ჯერ მეტია ამერიკულ Z-Machine-სთან შედარებით. https://hightech.fm/2018/12/18/z-machine 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.