Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

image.jpeg

ჩინელმა მეცნიერებმა დაიწყეს ე.წ. Z-Machine-ის მშენებლობა -  ეს იქნება მოწყობილობა, რომელიც მოახდენს თერმობირთვული აფეთქების პირობების მოდელირებას და შეეძლება შეაფასოს ბირთვული იარაღის ეფექტი. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს South China Morning Post. 

ამგვარი მოწყობილობა - მაგნიტური გამოსხივების მაღალხარისხიანი გენერატორი უკვე აქვს აშშ-ს. მისი საშუალებით ხდება სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების კვლევა ზემაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, აგრეთვე იგი ახდენს ბირთვული აფეთქების მოდელირებას. 

მოწყობილობა მდებარეობს Sandia-ს ლაბორატორიაში. როგორც იქ მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, მისი მეშვეობით შეძლეს ალმასის დადნობა. 2003 წელს მკვლევარებმა Z-Machine-ს საშუალებით მოაქციეს წყალი 70-120 ათას ატმოსფერო წნევის ქვეშ და მიიღეს ყინული VII.  

ჩინური Z-Machine-ის აწყობას განახორციელებს ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ მოწყობილობა გათვლილია 60 მეგაჯოული ენერგიის გამოყოფაზე, რაც 15-ჯერ მეტია ამერიკულ Z-Machine-სთან შედარებით. 

  • Like 1
Posted

რეალ ლაიფ Black Mesa-ა :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.