Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Asustek Computer-მა მიმდინარე წელს გადაწყვიტა იმ ენთუზიასტების გახარება, რომელთაც არ ჰყოფნიდათ ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ექსტრემალური ოვერქლოქინგისას. კომპანიის ინიციატივა გულისხმობს შემდეგს - მან წარმოადგინა შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მოხდება DIMM-სლოტებში DDR4 მოდულების დაყენება, რომელზეც ჩიპები განთავსდება ორ რიგად, რაც შესაძლებელს გახდის ერთ PCB დაფაზე განთავსდეს 32 გიგაბაიტამდე მეხსიერება. მეხსიერების მწარმოებლებიდან ხსენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კომპანიებმა  - G.Skill-მა და ZADAK-მა. ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე გამოჩნდა იაპონურ მაღაზიებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AKIBA PC Hotline 

ახალი მოდულების სიმაღლე 72 მილიმეტრს აღწევს და ისინი თავსებადია მხოლოდ Asus-ის მარკის რამოდენიმე დედა დაფასთან. 

image.jpeg 

მწარმოებელმა სიახლის შემოუშავებისას არ დაივიწყა RGB განათებაც, რომელიც თავსებადია AURA 2 მართვის სისტემასთან. მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შემდეგ კომპლექტებში: DDR4-2666, DDR4-3000, DDR4-3200 და DDR4-3600. გათვალისწინებულია Intel XMP 2.0 გაფართოებასთან თავსებადობა. იაპონურ მაღაზიებში  32 გიგაბაიტიანი DDR4-3000 წყვილი მოდული დაახლოებით 945 აშშ დოლარად გაიყიდა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.