Magdalena Posted December 18, 2018 Posted December 18, 2018 კომპანია Asustek Computer-მა მიმდინარე წელს გადაწყვიტა იმ ენთუზიასტების გახარება, რომელთაც არ ჰყოფნიდათ ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ექსტრემალური ოვერქლოქინგისას. კომპანიის ინიციატივა გულისხმობს შემდეგს - მან წარმოადგინა შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მოხდება DIMM-სლოტებში DDR4 მოდულების დაყენება, რომელზეც ჩიპები განთავსდება ორ რიგად, რაც შესაძლებელს გახდის ერთ PCB დაფაზე განთავსდეს 32 გიგაბაიტამდე მეხსიერება. მეხსიერების მწარმოებლებიდან ხსენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კომპანიებმა - G.Skill-მა და ZADAK-მა. ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე გამოჩნდა იაპონურ მაღაზიებში. ფოტოს წყარო: AKIBA PC Hotline ახალი მოდულების სიმაღლე 72 მილიმეტრს აღწევს და ისინი თავსებადია მხოლოდ Asus-ის მარკის რამოდენიმე დედა დაფასთან. მწარმოებელმა სიახლის შემოუშავებისას არ დაივიწყა RGB განათებაც, რომელიც თავსებადია AURA 2 მართვის სისტემასთან. მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შემდეგ კომპლექტებში: DDR4-2666, DDR4-3000, DDR4-3200 და DDR4-3600. გათვალისწინებულია Intel XMP 2.0 გაფართოებასთან თავსებადობა. იაპონურ მაღაზიებში 32 გიგაბაიტიანი DDR4-3000 წყვილი მოდული დაახლოებით 945 აშშ დოლარად გაიყიდა. https://overclockers.ru/hardnews/show/94957/v-prodazhu-postupili-dvuhyarusnye-moduli-zadak-s-rgb-podsvetkoj 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.