Jump to content

Recommended Posts

Posted

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის პატარა შეცდომასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მასშტაბური სერიოზული პრობლემები. Facebook-ი კვლავ აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში იმ დროს, როდესაც წინა სკანდალიდან არც ისე დიდი დროა გასული და მისი შედეგებიც კვლავ ახსოვთ მომხმარებლებს. კომპანია უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, ამჯერად მან ამცნო მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ მოხდა 6,8 მილიონი მომხმარებლის გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოჩენა.  

საუბარი ეხება ამგვარ რაიმეს: დაზარალდნენ მომხმარებლები, რომელთაც ფოტოები ატვირთული ჰქონდათ Facebook-ზე, მაგრამ არ ჰქონდათ პუბლიკაციის პროცესი დასრულებული. კომპანია ამგვარ ფოტოებს ინახავს სამი დღის განმავლობაში ცალკე განყოფილებაში. გარდა ამისა, დაახლოებით 1500 გარეშე აპლიკაციისთვის გახდა ხელმისაწვდომი ფოები, რომლებიც ატვირთული იყო Stories და Marketplace განყოფილებებში. წესით, ეს ფოტოები პრივატული უნდა ყოფილიყო. 

image.jpeg 

ფოტოებზე წვდომა მიიღო აპლიკაცია Timehop-მა და სხვა მისი ტიპის აპლიკაციებმა, რომებზეც ამ დრომდე მომხმარებლებს ნება ჰქონდათ დართული ფოტოებზე წვდომაზე. ხარვეზი არ შეხებია იმ ფოტოებს,რომლებიც Messenger-ს საშუალებით იყო გაგზავნილი. ასეა თუ ისე, ამგვარმა მასშტაბურმა მგრძნობიარე პრობლემამ გარკვეულწილად შეამცირა სოციალური ქსელისადმი ნდობის დონე.  

image.jpeg 

image.jpeg

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.