Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Semiconductor Energy Laboratory (SEL)-მა წარმოადგინა ახალი დისპლეების პროტოტიპები, რომლებიც შექმნილია OLED ტექნოლოგიით.  

image.jpeg

 

კერძოდ, წარმოდგენილ იქნა 8K OLED პანელი, რომლის დიაგონალის ზომაა 8,3 დუიმი. როგორც ამტკიცებენ, იგი არის ყველაზე პატარა ეკრანი თავის კლასში. ეკრანის გაფართოება შეადგენს 7680×4320 პიქსელს. 

ნაჩვენებ 8,3-დუიმიან დისპლეის აქვს პიქსელების უმაღლესი სიმჭიდროვე - 1058 PPI და კადრის ანახლების სიხშირე - 60 ჰერცამდე. 

გარდა ამისა, წარმოდგენი იქნა კიდევ ერთი კომპაქტური, დრეკადი OLED-ეკრანი. მისი დიაგონალი 8,6 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1920×1200 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე კი არის 265 PPI. 

image.jpeg

 

კომპანია SEL-ის განცხადების მიხედვით, ახალ 8,6-დუიმიან პანელს შეუძლია გაუძლოს 10 ათასზე მეტჯერ დაკეცვას. გარდა ამისა, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა. 

წარმოდგენილი OLED-დისპლეების მასობრივი წარმოებისა და რეალიზაციის ვადების შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.