Magdalena Posted December 18, 2018 Posted December 18, 2018 Facebook-მა დააანონსა კამერების რამოდენიმე ახალი ფუნქცია Messenger-აპლიკაციისთვის. Boomerang-ის ფორმატში არსებული ინტეგრირებული ვიდეოების პარალელურად გაჩნდება სელფი-რეჟიმი, რომელიც ავტომატურად აბუნდოვნებს ფონს და ასევე ექნება შერეული რეალობის გამოსახულებების დამატების ფუნქცია: Messenger-ის ფოტოებსა და ვიდეოებს დაემატება სხვადასხვა სტიკერები. ამ ახალი დამატებების შედეგად, Facebook Messenger-ს ახლა უკვე აქვს კამერის ხუთი სხვადასხვა რეჟიმი: ჩვეულებრივი, ვიდეო, ტექსტი, ბუმერანგი და სელფი. Facebook-ის ანონსიდან, რომელშიც იგი მომხმარებელს ჰპირდებოდა Messenger-ის მნიშვნელოვან განახლებასა და გამარტივებას, სულ რაღაც ორი თვეა გასული. Facebook-ს უკვე დიდი ხანია გააჩნია დამატებითი რეალობის ეფექტები (სელფი-ნიღბები ვიდეო-ჩატის დროს და ა.შ), თუმცა AR (Augmented Reality) სტიკერები - ეს არის მცდელობა, ეფექტები დაუკავშირდეს იმ სტიკერებს, რომლებსაც მომხმარებლები ჯერჯერობით მხოლოდ ჩატში უგზავნიან ერთმანეთს ტექსტთან ერთად. სტიკერთან არსებულ კამერაზე დაჭერისას შესაძლებელი იქნება მისი დამატება შერეული რეალობის ობიექტის სახით. როგორც Facebook-ი აცხადებს, Messenger-ის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში არსებული მომხმარებლების უმეტესობისთვის. სიახლეები წარმოდგენილი იქნება როგორც განახლებულ Messenger-ში, ასევე მის ძველ ვერსიებშიც. https://www.theverge.com/2018/12/17/18141182/facebook-messenger-boomerang-selfie-mode-ar-stickers 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.