Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Facebook-ა დააანონსა კამერების რამოდენიმე ახალი ფუნქცია Messenger-აპლიკაციისთვის. Boomerang-ის ფორმატში არსებული ინტეგრირებული ვიდეოების პარალელურად გაჩნდება სელფი-რეჟიმი, რომელიც ავტომატურად აბუნდოვნებს ფონს და ასევე ექნება შერეული რეალობის გამოსახულებების დამატების ფუნქცია: Messenger-ის ფოტოებსა და ვიდეოებს დაემატება სხვადასხვა სტიკერები. 

ამ ახალი დამატებების შედეგად, Facebook Messenger-ს ახლა უკვე აქვს კამერის ხუთი სხვადასხვა რეჟიმი: ჩვეულებრივი, ვიდეო, ტექსტი, ბუმერანგი და სელფი. Facebook-ის ანონსიდან, რომელშიც იგი მომხმარებელს ჰპირდებოდა Messenger-ის მნიშვნელოვან განახლებასა და გამარტივებას, სულ რაღაც ორი თვეა გასული.  

Facebook-ს უკვე დიდი ხანია გააჩნია დამატებითი რეალობის ეფექტები (სელფი-ნიღბები ვიდეო-ჩატის დროს და ა.შ), თუმცა AR (Augmented Reality) სტიკერები - ეს არის მცდელობა, ეფექტები დაუკავშირდეს იმ სტიკერებს, რომლებსაც მომხმარებლები ჯერჯერობით მხოლოდ ჩატში უგზავნიან ერთმანეთს ტექსტთან ერთად. სტიკერთან არსებულ კამერაზე დაჭერისას შესაძლებელი იქნება მისი დამატება შერეული რეალობის ობიექტის სახით. 

როგორც Facebook-ი აცხადებს, Messenger-ის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში არსებული მომხმარებლების უმეტესობისთვის. სიახლეები წარმოდგენილი იქნება როგორც განახლებულ Messenger-ში, ასევე მის ძველ ვერსიებშიც. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.