Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღიძრა სარჩელი, რომლის თანახმადაც კომპანიას ბრალი ედება iPhone X მოდელების შესახებ ცრუ მახასიათებლების გავრცელებაში. მოსარჩელეთაგან წარმოდგენილია ორი კერძო პირი, თუმცა ისინი აპირებენ თავიანთი საჩივარი ჯგუფურ სარჩელად გარდაქმნან. საქმეს განიხილავს ჩრდილოეთ კალოფორნიის საშტატო სასამართლო. 

image.jpeg 

საჩივრის არსი მდგომარეობს შემდეგში: iPhone X-ის, iPhone XS-ისა და iPhone XS Max-ის რეკლამების დროს კომპანია Apple-ს მიზანმიმართულად შეჰყავს მომხმარებლები შეცდომაში და აბნევს მათ ეკრანის ზომებისა და რეზოლუციების გაზრდით.  

მომჩივანი პირები თვლიან, რომ Apple-ის მიერ გამოყენებული, სწორკუთხა დისპლეის გაზომვის მეთოდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მოდელებზე, რომელთაც მომრგვალებული კიდეები და ზედა ნაწილში ჭრილი აქვთ. როგორც მოსარჩელეები მიიჩნევენ, iPhone X-ის ეკრანის დიაგონალის ზომა რეალურად არის 5,6875 დუიმი და არა 5,8 დუიმი, როგორც ამას Apple მიიჩნევს. 

image.jpeg 

გარდა დისპლეის ზომისა, მოსარჩელე პირები ამტკიცებენ, რომ iPhone X-სერიის სმარტფონებთან დაკავშირებით მწარმოებელი ეკრანის გაფართოებებშიც იტყუება და არასწორად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. საქმე ის გახლავთ, რომ ამ სმარტფონების AMOLED-მატრიცაში არათანაბრადაა გადანაწილებული წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების სუბპიქსელები და ეს გამოიყენება გაფართოების ხელოვნურად გაზრდისთვის. Apple-ის ლოგიკის მიხედვით, ეკრანის სტრუქტურა იმგვარია, რომ ცალკეულ პიქსელზე გამოიყოფა ერთადერთი სრულფასოვანი მწვანე ფერის სუბპიქსელი, იმ დროს, როცა წითელი და ლურჯი სუბპიქსელები მეზობელი პიქსელებისგან გამოიყოფიან. თუკი პიქსელებს სამართლიანი მეთოდით დავითვლით, iPhone X-ის ახალ სერიას iPhone 8 Plus-ზე უარესი ეკრანი გამოსდი. ყოველ შემთხვევაში, ამგვარად ფიქრობენ მომჩივანნი. 

image.jpeg

Apple-ს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ჯერჯერობით ახალ პრეტენზიებთან დაკავშირებით. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დავა Apple-თან - ეს უკვე ძველი ამერიკული ტრადიციაა. მიმდინარე წელს კომპანიის წინააღმდეგ რამოდენიმე ათეული საჩივარი შევიდა ძველი iPhone-ების წარმადობის შემცირებასთან დაკავშირებით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.