Jump to content

Recommended Posts

Posted

სერვერული 7-ნანომეტრიანი AMD EPYC Rome პროცესორები მეტად მიმზიდველია ფასისა და წარმადობის ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ჯერჯერობით კვლავ Intel- რჩება უპირობო ლიდერად. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფინური სამეცნიერო ცენტრი CSC მუშაობს ახალი სუპერკომპიუტერის შემუშავებაზე, რომელიც ორ ეტაპად გახორციელდება. პირველი ფაზა მოიცავს ჰაერით გაგრილების სისტემის მქონე Atos BullSequana X400 კლასტერის შექმნას, რომელშიც გამოყენებული იქნება Intel Xeon Cascade Lake პროცესორები და 200 გბიტი/წმ. სიჩქარის მქონე Mellanox HDR InfiniBand Interconnect -  იგი თეორიულად უზრუნველყოფს 2 Pflops მაქსიმალურ წარმადობას. 

image.jpeg 

სისტემური მეხსიერების მოცულობა ცალკეულ კვანძში ვარირებს 96 გიგაბაიტიდან 1,5 ტერაბაიტამდე, მთლიან სისტემას კი ექნება პარალელური ფაილ-სისტემა Lustre  4,9 პეტაბაიტი მოცულობით. გარდა ამისა, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის გამოყენებული იქნება ცალკე კვანძები, რომლებშც გაერთიანებული იქნება 320 გრაფიკული პროცესორი NVIDIA Tesla V100 NVLink. როგორც მოსალოდნელია, ამ ქვესისტემის მაქსიმალური წარმადობა მიაღწევს 2,5 petaflops-ს. პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყება 2019 წლის ზაფხულიდან. 

image.jpeg

 

მეტად საინტერესოა მეორე ფაზა, რომელიც უნდა დასრულდეს 2020 წელს. შეიქმნება სუპერკომპიუტერი BullSequana XH2000 - გაგრილების სისტემითა და InfiniBand HDR ინტერკონექტით, რომელსაც ექნება ორასი ათასი AMD EPYC Rome ბირთვი. მეორე ფაზის განხორცეიელების შედეგად გაიზრდება გამოთვლითი სიჩქარე კიდევ 6,4 Pflops-ით. გარდა ამისა, მთლიანი გამომთვლელი კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 12 პეტაბაიტიანი CEPH-საცავით. 

image.jpeg 

ორივე ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემამ უნდა უზრუნველყოს 11 Pflops თეორიული მაქსიმალური წარმადობა, რაც ხუთჯერ მეტია იმაზე, რისთვისაც აქამდე მიუღწევიათ ფინელ მეცნიერებს. სისტემას გამოიყენებს უამრავი სააგენტო და უნივერსისტეტი კვლევებისთვის ასტროფიზიკაში, მედიცინაში, ნანოტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის სფეროებში. სისტემის ნაწილს ექსკლუზიურად გამოიყენებენ მეტეოროლოგები. 

ფინეთი 37 მილიონი ევროს ინვესტირებას ახდენს მაღალი წარმადობის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განახლება-გაუმჯობესებაში. 

image.jpeg 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.