Magdalena Posted December 17, 2018 Posted December 17, 2018 Apple ამტკიცებს, რომ მიაგნო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებას, რაც წინ აღუდგება ჩინეთში რამოდენიმე ძველი მოდელის გაყიდვასთან დაკავშირებულ აკრძალვას. სააგენტო Reuters-ს კომპანიამ განუცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოუშვებს სოფთვეარს, რომელიც შეეხება სადავო საქმეში არსებული ორი პატენტის ფუნქციონალურობას. თუკი სასამართლო თანხმობას განაცხადებს, Apple შეძლებს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ჩინეთში. მათ შორის, საუბარი ეხება შემდეგ მოდელებს: iPhone 6S, 6S Plus, 7, 7 Plus, 8, 8 Plus და X. მცირე ხნის წინ დადგენილ იქნა, რომ Apple არღვევდა Qualcomm-ის საპატენტო უფლებებს ჩინეთში. სმარტფონების გაყიდვის აკრძალვისთანავე Apple-მა CNBC-ს განუცხადა, რომ iOS 12 - მისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა კავშირში არაა დარღვევებთან. თუკი ეს დამტკიცდება, აკრძალვის გაუქმებისთვის საკმარისი იქნება განახლების გამოშვება iOS 12-მდელი iPhone-ებისთვის. Apple-მა უკვე მოითხოვა აკრძალვის გადახედვა. მიმდინარე დაპირსპირება Apple-სა და Qualcomm-ს შორის - მხოლოდ ნაწილია ამ ორი კომპანიის ურთიერთბრძოლისა. Qualcomm-ს ჰქონდა მცდელობა, აეკრძალა iPhone-ების ამერიკულ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე ამტკიცებდა, რომ Apple-მა მოიპარა კომპანიის კუთვნილი პროგრამული კოდი და კონკურენტ Intel-ს გაუზიარა. თავის მხრივ Apple-ი Qualcomm-ს პატენტზე ფასების მატებაში ადანაშაულებდა. ამგვარი დაძაბულობის ფონზე, ნაკლებად სარწმუნოა, რომ Qualcomm-ი დაკმაყოფილდება და დასჯერდება Apple-ის მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას. საბოლოოდ დავის შედეგებს ჩინეთის სასამართლო განსაზღვრავს. https://www.theverge.com/2018/12/14/18140540/apple-qualcomm-software-update-china-ban 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.